in

სამზარეულოს ორგანიზების 3 მარტივი წესი

როგორც ნებისმიერი სივრცის, ისე სამზარეულოს სწორად ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თქვენთვის სახლში ცხოვრება კომფორტული იყოს. დღეს შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინებაც საშუალებას მოგცემთ, ეს სივრცე უფრო მოწესრიგებული და ადვილად გამოსაყენებელი გახადოთ.

დაყავით თქვენი სამზარეულო ზონებად

სამზარეულოს ზონებად დაყოფა უკეთ ნავიგაციასა და სივრცის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, შეგიძლიათ სამი განსხვავებული ზონა გამოყოთ: მომზადება, კერძების აწყობა და რეცხვა. ასევე თითოეული ზონა შეგიძლიათ დაყოთ მინი ზონებად (მაგალითად, ყავის ზონა მოსამზადებელ განყოფილებაში თქვენი ყავის აპარატისთვის, მადუღარასთვის და ა. შ.)

ისწავლეთ ოპტიმიზაცია

თუ სამზარეულოს კარადებში ან მაცივრებში საკმარისი ადგილი არ გაქვთ, Lazy Susan, ანუ მბრუნავი ლანგარი შესანიშნავი არჩევანია. ამ მხრივ ბაზარზე უამრავი განსხვავებული ვარიანტი არსებობს. გაითვალისწინეთ, რომ Lazy Susans-ის გამოსაყენებლად არსებობს უკეთესი გზები, ვიდრე უბრალოდ მასზე ყველაფრის დაყრაა. კარადის გახსნისას პროდუქტების სწრაფად დანახვის მიზნით, ისინი სიმაღლისა და ბრენდების მიხედვით დაალაგეთ. ერთი და იმავე ბრენდის სანელებლები ერთად მოათავსეთ, უფრო მაღალი კონტეინერები კი — შუაში. Lazy Susan მაცივრის ორგანიზებაშიც დაგეხმარებათ. უბრალოდ, პირველ რიგში, გაზომეთ თქვენი მაცივრის თარო, რათა კარები კვლავ დაიხუროს.

გამოიყენეთ ვერტიკალური სივრცე

ხშირ შემთხვევაში ვერტიკალური სივრცე, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია, გამოუყენებელია. კარადებში, უჯრის ვერტიკალური გამყოფები შეიძლება ეფექტური და მარტივი გზა იყოს საჭრელი დაფების, ტაფებისა და სახურავების შესანახად. ასევე შესანიშნავი ვარიანტია ღია თაროები. გარდა ამისა, შეგიძლიათ ბევრი ნივთი ნიჟარის ქვეშაც შეინახოთ. ამ სივრცის გაზრდისა და ორგანიზების მიზნით უამრავი კრეატიული გზა არსებობს. ნიჟარის ქვეშ არსებულ კარადაში შეგიძლიათ მოათავსოთ სანაგვე პარკები, საწმენდი საშუალებები, დაამონტაჟოთ საკიდები ფუნჯებისთვის და ა. შ.

სამზარეულოს უკეთ ორგანიზების გზებზე ფიქრი და მათი პრაქტიკაში განხორციელება, თქვენი კომფორტის დონეს გააუმჯობესებს და დაგეხმარებათ, კერძებიც უფრო დიდი სიამოვნებით მოამზადოთ.

ადგილი, სადაც ყველფერია იდეალური ცხოვრებისთვის – თბილისში “წავკისი პანორამა” შენდება

მაკლერი, უძრავი ქონების აგენტი, ბროკერი, რეალტორი – რა განსხვავებაა მათ შორის?