თუ თქვენ სამზარეულოს დაგეგმვის პროცესში ხართ, აუცილებლად გაგიჩნდებოდათ კითხვა მომავალი სამზარეულო ფურნიტურის ზომების შესახებ. მიუხედავად იმისა, ქარხნულია თუ შეკვეთით დამზადებული თქვენი სამზარეულო, სასარგებლო იქნება, თუ თქვენ გეცოდენიბათ სტანდარტები, რომელსაც ავეჯისა და ფურნიტურის მწარმოებლები იცავენ.
რატომ არის ამ სტანდარტების დაცვა აუცილებელი? პასუხი მარტივია: სტანდარტული ზომები გათვლილია ადამიანის კომფორტზე და მათი გათვალისწინებით თავიდან ავიცილებთ ისეთ დისკომფორტს, როგორიც არის არასაკმარისად ტევადი სათავსოები, ძალიან მაღალი ზედა კარადა (რომელსაც დიასახლისი ვერ წვდება), დარღვეული სიმეტრიის მქონე ფასადები და სხვა.
ქვედა კარადები
სიმაღლე შედგება სამი შემადგენელისგან:
საყრდენი კონსტრუქცია – უფრო ხშირად 10 ან 15 სმ.
უშუალოდ კარადა – 72 სმ.
სამზარეულოს ზედაპირის სისქე – 4 სმ. ქვის სისქე 2 – 6 სმ-მდე.
ამგვარად, ქვედა იარუსის სტანდარტული ზომა შეადგენს 84-93 სმ-ს. განვიხილოთ სამზარეულოს ზედაპირის სიმაღლე უფრო დაწვრილებით.
ქვედა კარადების სიღრმეს როგორც წესი, ზედაპირის სიღრმე განაპირობებს. ყველაზე ხშირად 60 სმ. სიღმის დაფა გამოიყენება. არსებობს ასევე უფრო ღმა დაფის (90სმ. ან 120 სმ.) დაყენების საშუალებაც. კარკასების სტანდარტული სიღმრე ზედაპირის სიღმეზე ნაკლებია, უფრო ხშირად ქვედა კარადების სიღრმეა 50-57 სმ.
სამზარეულოს ფასადების სიგანე 10 ან 5 სანტიმეტრიანი ბიჯით, 15 დან 120 სმ-მდე ვარირებს. ყველაზე პოპულარული ზომები: 15, 20 სმ (უფრო ხშირად „კარგოს“ ტიპის გამოსაწევი კალათებით), 30, 35,40,45,50,60,70,80,90 და 120 სმ.
ყურადღებით: სხვადასხვა მწარმოებელთან სტანდარტები შეიძლება განსხვავდებოდეს, ამიტომაც ზუსტი ზომები უნდა გადამოწმდეს შერჩეულ მწარმოებელთან.
თუ თქვენ ყუთების შიგნით რაიმე დამატებითი ფურნიტურის გამოყენებას გეგმავთ (როგორც ეს სურათზეა – სპეციალური ნავები), მაშინ უმჯობესი იქნება სტანდარტი დავიცვათ.
როგორი უნდა იყოს სამზარეულოს “წინსაფარი?”
“წინსაფრის” სიმაღლე მერყეობს 55-65 სანტიმეტრის დიაპაზონში. ხშირად, ზედა კარადები იატაკიდან 140-150 სანტიმეტრზე იკიდება. აუცილებლად გასათვალისწინებელია გამწოვების მწარმოებლების რეკომენდაცია ქურასა და გამწოვს შორის მანძილის შესახებ.
ზედა კარადები
სტანდარტი 72 სანტიმეტრია, თუმცა ზოგჯერ გადიდებულს – 92 სანტიმეტრიანი კარადებიც გვხვდება. სიღრმე შეიძლება იყოს 30 – 32 (ჩარჩო) სანტიმეტრის ფარგლებში. ფასადების სიგანე ვარირებს 15 დან 120 სმ-მდე, 10 ან 5 სმ-იანი ბიჯით. როგორც წესი, ასეთი ზომებია: 30, 35, 40, 45, 50, 60, 70, 80, 90 და 120 სმ.
დეკორატიული ელემენტები
კლასიკური სტილის სამზარეულოებისთვის დეკორატიული ელემენტების არსებობაა დამახასიათებელი, კერძოდ „პილასტერი“. პილასტერების სტანდარტია: 5, 10, 15 და 20 სმ. ზედა კარადების დეკორატიული „ბაგეტის“ ზომები ვარირებს 4 დან 10 სმ-მდე.