in

სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც სახლის ღირებულების გაზრდაში დაგეხმარებათ

როდესაც სამზარეულოს აახლებთ ან რომელიმე მოწყობილობა მწყობრიდან გამოდის, შეგიძლიათ, ის მაღალი კლასის ტექნიკით ჩაანაცვლოთ. მაგრამ საჭიროა ამის გაკეთება?

მაღალი კლასის მოწყობილობების შეძენა კარგი გადაწყვეტილებაა როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი თვალსაზრისით. საბოლოოდ, ეს ნაბიჯი თქვენი სახლის ღირებულებას ზრდის.

პრემიუმ-ხარისხის ტექნიკა უფრო ელეგანტურია.

ძვირადღირებულ საყოფაცხოვრებო ტექნიკას დახვეწილი დიზაინი აქვს, რაც თქვენს სამზარეულოს მეტ ხიბლს შესძენს. ამ მხრივ ბაზარი მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ: შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველი მოდელი ფერის, მასალის და სხვა მახასიათებლების მიხედვით მარტივად შეარჩიოთ.

ძვირადღირებული ტექნიკა უკეთესად მუშაობს.

მაღალი წარმადობისთვის შექმნილი პრემიუმ-მოწყობილობები უკეთესად მუშაობს, რაც პოტენციური მყიდველისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. ასეთი ტექნიკა  თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც მის გამოყენებას ამარტივებს. პრემიუმ-ხარისხის ტექნიკაში აღმოაჩენთ მრავალ ინოვაციურ ფუნქციას, რომლებიც მეტი კომფორტის შექმნაში დაგეხმარებათ.

პრემიუმ-ხარისხის ტექნიკა უფრო დიდხანს ძლებს.

ზოგადად, მაღალი კლასის მოწყობილობები ისეა შექმნილი, რომ დაახლოებით 20 წელი გაძლოს. ეკონომიური ბრენდები მომსახურების ასეთ ხანგრძლივობას ვერ შემოგთავაზებთ.

იაფი მოდელის შეკეთების ან გამოცვლის ხარჯი ძვირადღირებულ მოწყობილობაში გადახდილ „ზედმეტ“ თანხას აბათილებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი ტექნიკით აღჭურვილ სახლს გაყიდვის დროს გაცილებით მაღალი ღირებულება აქვს.

ძვირადღირებული ტექნიკა უფრო ენერგოეფექტურია.

მიმზიდველობის, მოხერხებულობისა და საუკეთესო ფუნქციების გარდა, მაღალი კლასის მოწყობილობები ხშირად უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე მათი იაფი „შემცვლელები“. ასე რომ, მიუხედავად გადახდილი თანხისა, ხანგრძლივად შეძლებთ კომუნალური ხარჯის შემცირებას და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების ხარისხსაც შეამცირებთ.

პრემიუმ-ხარისხის ტექნიკა თქვენს სახლს მეტ ღირებულებას შესძენს.

კვლევების თანახმად, ვინაიდან ადამიანები პანდემიის შემდეგ შინ უფრო მეტ დროს ატარებენ, მაღალი კლასის საყოფაცხოვრებო ტექნიკა იმაზე უფრო ღირებული გახდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები სამსახურში თუ სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებაზე დადიან, დისტანციურად მუშაობა და კერძების სახლში მომზადება კვლავ აქტუალურია. კვლევამ ისიც აჩვენა, რომ მყიდველები მზად არიან, მაღალი ხარისხის ტექნიკით აღჭურვილ სახლებში უფრო მეტი გადაიხადონ.

დასკვნა

თუ სამზარეულოს ტექნიკის განახლებას გადაწყვეტთ, ისეთი მოწყობილობები აირჩიეთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებაშიც დადებით ცვლილებებს შემოიტანს და სახლის მომავალ მფლობელსაც დიდხანს მოემსახურება.

რა თქმა უნდა, სასურველია, ბიუჯეტი წინასწარ განსაზღვროთ. თუ გსურთ, მოწყობილობამ დიდხანს და ეფექტურად იმუშაოს, გირჩევთ, თქვენი ბიუჯეტის ფარგლებში საუკეთესო მოდელი შეიძინოთ. ყურადღება გაამახვილეთ როგორც ხარისხზე, ეფექტურობასა და გამძლეობაზე, ასევე დიზაინსა და ესთეტიკურ მომხიბვლელობაზე.

რუბრიკის წარმდგენია “Miele Georgia”

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

10 ინსტაგრამ ანგარიში ხელმისაწვდომი დეკორატიული იდეებისთვის

ინტერიერის დიზაინი, როგორც ცხოვრების განუყოფელი ნაწილი – ინტერვიუ ანუკი კუსრაშვილთან