in

ზღვის სანაპიროზე ცხოვრების უპირატესობები და “მზიური გარდენსი” როგორც ახდენილი ოცნება

ზღვის სანაპიროზე ცხოვრება ერთ-ერთი ყველაზე სანუკვარი ოცნებაა თანამედროვე ადამიანისთვის. ცხოვრების აჩქარებული ტემპი, გაუარესებული ეკოლოგია, გამუდმებული ხმაური, ქაოსი და უსასრულო საცობები – ეს ის ჩამონათვალია, რისგან გაქცევასაც ნებისმიერი ჩვენგანი ისურვებდა. სწორედ აქედან გამომდინარე, ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება უძრავი ქონების შეძენა ზღვის სანაპიროზე, სადაც ყოველდღიურადაა შესაძლებელი საუცხოო ბუნებით ტკბობა, სუფთა ჰაერზე სეირნობა და მშვიდ გარემოში ყოფნა, რომელიც მხოლოდ ტალღების “ხმაურმა” შეიძლება დაარღვიოს.

და მაინც, რას გულისხმობს თანამედროვე ზღვისპირა აპარტამენტში ცხოვრება? ამ თემაზე ჩვენ “მზიური გარდენსის” მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თეონა გიორგაძეს გავესაუბრეთ:

თეონა, როგორც ცნობილია, „მზიური გარდენსი“ კურორტ მახინჯაურში მდებარეობს. გვიამბეთ, რატომ შეირჩა ეს კონკრეტული ლოკაცია და რით არის ის განსაკუთრებული? 

დიახ, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „მზიური გარდენსი“ ბათუმში, კურორტ მახინჯაურში, ბოტანიკურ ბაღთან ახლოს შენდება. მისი სარეკრეაციო სივრცე 12 000 კვ.მ მოიცავს, მთლიანობაში კი ზონა 15 000 კვმ-ია. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ათწლეულების წინ, ცნობილი ბალნეოკურორტი „მზიური“ იყო განთავსებული. როგორც ცნობილია, მახინჯაური ჰიფსომეტრიულად არის განლაგებული ზღვის დონიდან 15-100 მეტრზე, აქ არსებულ მიკროკლიმატს და სუბთერმულ-მინერალურ წყალს ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში სხვადახვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. 2019 წლიდან მოყოლებული, „მზიური“ ახალ სიცოცხლეს იძენს და საცხოვრებელი და სასტუმრო სივრცის გარდა, ის განტვირთვის მსურველებს სამკურნალო და დასასვენებელ სერვისებსაც შესთავაზებს.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ,,მზიური გარდენსი” ბათუმის ცენტრიდან სულ რაღაც 6 კილომეტრში, ხოლო, ბოტანიკური ბაღიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. გამორჩეული მდებარეობის წყალობით, მულტიფუნქციური საცხოვრებლის ყველა ფანჯრიდან ზღვის ულამაზესი პანორამული ხედი იშლება. ეს კი, დაგვეთანხმებით, რომ ნებისმიერი მობინადრისთვის სიამოვნების მთავარი წყარო იქნება.

ვისაუბროთ პროექტის შესახებ უფრო დეტალურად. რას გულისხმობს „მზიური გარდენსი“ და რას სთავაზობს ის მომავალ ბინადრებს?

აღსანიშნავია, რომ ეს არის ბრიტანული ინვესტიცია აჭარაში, რომელსაც კომპანია MRMU International ახორციელებს. სწორედ ინვესტორი კომპანიის კვალიფიციურობა განაპირობებს პროექტის მაღალი სტანდარტით მშენებლობასა და შემდგომ ოპერირებას. გამაჯანსაღებელი გარემო, დაცული ტერიტორია, წვდომა კომპლექსში შემავალ 5-ვარსკვლავიან სასტუმრო CROWNE PLAZA-ს სერვისებთან და რაც მთავარია, ბინაში ჩადებული ინვესტიციის 5 წელში უკან დაბრუნების შესაძლებლობა – ეს „მზიური გარდენსის“ შეთავაზების მხოლოდ ნაწილია.

რა ეტაპზეა ამჟამად პროექტი?

პროექტის განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია შავი კარკასის მშენებლობა და აქტიურად მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები, ხოლო 2022 წლის დეკემბერში პროექტის დასრულება იგეგმება.

როგორც ვიცით, „მზიური გარდენსში“ განსაკუთრებული ტიპის აპარტამენტები გვხვდება. რა განასხვავებს მათ სტანდარტული საცხოვრებელი ბინებისგან?

თანამედროვე აპარტამენტი, ესთეტიკურობასა და სიმყუდროვესთან ერთად, ფუნქციონალურობას გულისხმობს. ამ ტიპის სივრცეში ცხოვრება მობინადრეს უნდა გვრიდეს სიმშვიდისა და ჰარმონიულობის განცდას. მარტივად რომ ვთქვათ, აპარტამენტი უნდა იყოს თქვენი უსასრულო განტვირთვის საშუალება. ეს არ არის მხოლოდ სტანდარტული ბინა, სადაც ისვენებ წელიწადის რომელიმე დროს ან ცხოვრობ მუდმივად. ჩვენი აპარტამენტების კომპლექსი მოიცავს ე.წ „community“-ის ანუ საზოგადოებას და მათი ცხოვრების წესს, რადგან ზრუნავს მომსახურებისა და ინფრასტრუქტურული სერვისების მრავალფეროვნებაზე.

ჩვენი მიზანია, რომ დატვირთული ცხოვრების რეჟიმის მიუხედავად, ადამიანებმა აქ ცხოვრებისა თუ დასვენებისას, მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება და განტვირთვა. სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება ჩვენი სლოგანი – „მიჰყევი მწვანე ცხოვრების სტილს“. დარწმუნებული ვართ, რომ ერთად შევიმუშავებთ ისეთი ცხოვრების მოდელს, რომელიც 21-ე საუკუნეში საჭირო ყველა კომფორტს შეგვიქმნის.

გვიამბეთ კომპლექსის ინფრასტრუქტურის შესახებ. რა დახვდებათ მესაკუთრეებს „მზიური გარდენსის“ ტერიტორიაზე?

“მზიური გარდენსის” კომპლექსში თავმოყრილი იქნება თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო ყველა მომსახურება. კერძოდ, კვების ობიექტები, სპა ცენტრი, ფიტნესი, ბავშვებისთვის ადაპტირებული ზონები, საკონფერენციო დარბაზი, კერძო პარკირება, რეკრეაცია, კეთილმოწყობილი, პირადი სანაპირო ზოლი, კალათბურთის მოედანი, ღია და დახურული აუზები. უზარმაზარი ეზო კეთილმოწყობილი იქნება ჰამაკებით, პუფებით, ბალიშებითა და რბილი ავეჯით. ასევე ეზოს ტერიტორიაზე მოეწყობა კალათბურთის მოედანი, საზაფხულო ამფითეატრი, დამონტაჟდება საცოცი კედელი, დამონტაჟდება გიგანტური ჭადრაკის დაფა. დაგეგმილია ასევე მინი აკვა-პარკი და სხვადასხვა სერვისები ბავშვთა აქტივობებისთვის. ამას გარდა, ჩვენი მულტიფუნქციური კომპლექსი მომხმარებლებს სთავზობს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა: კონსიერჟი, ტრანსპორტირება, ძიძა, ანიმატორი, ექიმი, კომპლექსის მოვლა-პატრონობა და ა.შ.

როგორც ცნობილია, „მზიური გარდენსი“ გარშემორტყმულია საუცხოო ბუნებითა და უნიკალური ტიპის ნარგავებით. გვიამბეთ პროექტის გამწვანების შესახებ.

დიახ, პროექტს მართლაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ჯანსაღი გარემო – ,,მზიური გარდენსის” საცხოვრებელ კომპლექსში შემავალი 12,000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული რეკრეაციული ზონა, მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავთან ერთად ქმნის უნიკალურ მიკროკლიმატს და იდეალურ გარემოს ხარისხიანი ცხოვრებისა და დასვენებისათვის. აღსანიშნავია, რომ რეკრეაციული ზონის ნაწილი იქნება ფიჭვნარი და სხვა ენდემური ნარგავები, რომლებიც წლებია ამშვენებს ტერიტორიას. სწორედ ამიტომ, პროექტის მომზადების პროცესში მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული ადგილობრივი ლანდშაფტის თავისებურებები და აქცენტი მის შენარჩუნებაზე გაკეთდა.

მზიური გარდენსის“ საცხოვრებელ კომპლექსში შემავალ მრავალფეროვან ინფრასტრუქტურასა და მწვანე საფარს, რა თქმა უნდა, შენარჩუნება და რუდუნებით მოვლა-პატრონობა სჭირდება, რაზეც ჩვენი პროფესიონალი გუნდი იზრუნებს.

ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ „მზიური გარდენსს“ საკმაოდ ბევრი უპირატესობა გააჩნია. და მაინც თქვენი გადმოსახედიდან, რა არის ის მთავარი მახასიათებლები, რის გამოც ღირს ამ კომპლექსში ცხოვრება? 

მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კომპლექსის მთავარი უნიკალურობა მის ადგილმდებარეობაშია. გამორჩეული ლოკაციის წყალობით ,,მზიური გარდენსის” მულტიფუნქციური საცხოვრებლის ყველა ფანჯრიდან ზღვის ულამაზესი პანორამული ხედი იშლება, რომლით ტკბობა სრულფასოვნად იქნება შესაძლებელი, ვინაიდან შენობას არაფერი ესაზღვრება წინ. ამას გარდა, არანაკლებ სასიამოვნო და მიმზიდველი ხედები იშლება ასევე მთის მხარეს.  სწორედ მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავით შექმნილი მიკროკლიმატი მიმაჩნია აღნიშნული პროექტის უმთავრეს ღირსებად, ვინაიდან სწორედ ეს დეტალი განაპირობებს იდეალურ გარემოს ხარისხიანი ცხოვრებისა და დასვენებისთვის.

 

[R]

28 კვდრატული მეტრის ბინა საკურას ნოტებით

რემონტის გიდი: როგორ განვათავსოთ ფილები აბაზანაში