in

სად შევიძინო სანათები – 7 მაღაზია თბილისში, სადაც განათების ფართო არჩევანი დაგხვდებათ

სწორი განათება და ხარისხიანი სანათები თქვენს ინტერიერში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. განათება ზემოქმედებს ჩვენს ხასიათზე, მენტალურ, ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, გვიქმნის განწყობას და დამღლელი დღის შემდეგ, კომფორტულ გარემოში, ჩვენს დასვენებას უზრუნველყოფს.

დღეს მოგიყვებით თბილისში არსებული მაღაზიების შესახებ, სადაც  სანათების ფართო არჩევანი დაგხვდებათ.

1.”ახალი ნათება”

მაღაზია „ახალი ნათება“ 1999 წლიდან არსებობს საქართველოს ბაზარზე და დიდ და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. საქართველოს მასშტაბით კომპანია 15 მაღაზიას ფლობს, მათგან 9 თბილისში მდებარეობს.

2. “Light & Living”

Light & Living კომპანია ICRHOME-ში შემავალი ერთ-ერთი ბრენდული მაღაზიაა, რომელიც დახვეწილი დიზაინის სანათების კოლექციას გვთავაზობს. შოურუმში არსებული პროდუქციის დათვალიერება აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე მდებარე ავეჯის ჰაბშია შესაძლებელი.

3.”ორიონი”

ავსტრიული სანათი საშუალებების დიდ არჩევანს გთავაზობთ მაღაზია „სინათლის სახლი ორიონი“, რომელიც ა.ბელიაშვილის N169-ში მდებარეობს.

4.”სმარტ ლაითი”

„სმარტ ლაითი“, რომელიც წერეთლის გამზირზე, N116 – ში მდებარეობს, 2017 წლიდან ფუნქციონირებს და მომხმარებელს სთავაზობს სანათების დიდ არჩევანს ყველა გემოვნებისა და ბიუჯეტისთვის.

5. “Brand R”

„Brand R” – სანათების კიდევ ერთი მაღაზია, რომელიც თბილისში სამ ლოკაციაზე მდებარეობს :

ა.წერეთლის გამზირი 116, ს.ცინცაძის 26, კოსმონავტების სანაპირო 23, მაღაზია 49

6. “ლუმენი”

„ლუმენი“ ინტერიერისა და ექსტერიერის მაღალი ხარისხის განათებების ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. კომპანიის ფილიალები გვხვდება შემდეგ მისამართებზე: აკაკი წერეთლის გამზირი №116 და დიდუბე პლაზა პ. ქავთარაძის 2

7. “დილაითი”

„დილაითში“ მისულ მომხმარებელს თანამედროვე დიზაინისა და ტექნოლოგიურად სრულყოფილი სხვადასხვა ტიპის სანათები დახვდება. მაღაზია მდებარეობს ალ.ყაზბეგის N25-ში.

ლანდშაფტთან ჰარმონიულად შერწყმული ნავების ფარდული

„ნოვა“ 16 წლისაა – აღნიშნე და მიიღე საჩუქრები