in

სანტიაგო კალატრავა – ბუნებრივი ფორმებით შთაგონებული არქიტექტორი

სანტიაგო კალატრავა ვალსი (დაიბადა 1951 წლის 29 ივლისს) არის ესპანელი არქიტექტორი, სტრუქტურული ინჟინერი, მოქანდაკე და მხატვარი. ის განსაკუთრებით ცნობილია თავისი ხიდებით, რომელთა სკულპტურული ფორმები ხშირად ცოცხალ ორგანიზმებს ჰგავს.

კალატრავა სწავლობდა არქიტექტურას ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ესპანეთში, რომელიც დაამთავრა 1974 წელს. მომდევნო წელს მან დაიწყო სტრუქტურული ინჟინერიის კურსი ციურიხის შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალურ ინსტიტუტში (ETH) და მიიღო დოქტორის ხარისხი ტექნიკურ მეცნიერებაში (1979) დისერტაციისთვის სახელწოდებით “ჩარჩოების დასაკეცი”. 1981 წელს მან დააარსა საკუთარი არქიტექტურული და საინჟინრო ფირმა ციურიხში (მოგვიანებით ის გახსნის ოფისებს პარიზში, ვალენსიასა და ნიუ-იორკში.).

Turning Torso Tower

კალატრავამ მოიპოვა რეპუტაცია საკუთარი უნარით, შეერწყა მოწინავე საინჟინრო გადაწყვეტილებები ორიგინალურ ვიზუალებში, როგორც ხიდებში, ასევე – შენობებში. როდესაც Expo ’92 ტარდებოდა სევილიაში, ქალაქს სჭირდებოდა ხიდების აშენება, რათა შესაძლებელი ყოფილიყო კუნძულზე გადასვლა, რომელიც გამოიყენებოდა გამოფენებისთვის. ამ მიზნით აშენებულმა კალატრავას ალამილოს ხიდმა (1987–92), მაშინვე მიიპყრო საერთაშორისო ყურადღება. ამ უცხო გამოსახულებამ, რომელიც არფას წააგავს, ხიდის ინჟინერია გარდაქმნა ქანდაკების ფორმად, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს მისი მიმდებარე ლანდშაფტი. კალატრავას სხვა ინოვაციური ხიდებია: ლუზიტანიის ხიდი (1988–91) მერიდაში, Campo Volantin Footbridge (1990–97) ბილბაოში და ქალის ხიდი (1998–2001) ბუენოს აირესში.

Alamillo Brigde

თავის არქიტექტურულ პროექტებში, კალატრავამ გამოიყენა ინჟინერიის ცოდნა ინოვაციური, სკულპტურული სტრუქტურების შესაქმნელად – უმეტესწილად, ბეტონისა და ფოლადისგან. მან თქვა, რომ ბუნება შთააგონებდა შეექმნა შენობები, რომლებიც ასახავდნენ ბუნებრივ ფორმებსა და რიტმს. მას აინტერესებდა ზოომორფული ფორმების არქიტექტურული გამოყენება, ვნება, რომელიც აშკარა იყო ისეთ შენობებში, როგორიცაა Turning Torso (1999–2005), მისი უნიკალური ბინის კოშკი მალმოში, შვედეთი.  ლიონის (საფრანგეთი) აეროპორტის რკინიგზის სადგურისთვის (1989–94) მან შექმნა შენობა, რომელიც წააგავდა ჩიტს გაშლილი ფრთებით; ფრინველის მინიშნებას სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან სადგური ლიონიდან აეროპორტამდე მარშრუტის ბოლო პუნქტი იყო. კალატრავას სხვა დასამახსოვრებელი შენობები მოიცავს სტადელჰოფენის რკინიგზის სადგურის (1983–90) რენოვაციას ციურიხში, BCE Place Gallery და Heritage Square (1987–92) ტორონტოში, Tenerife Opera House (1991–2003) კანარის კუნძულებზე და რამდენიმე სტრუქტურა (მათ შორის, ოპერის თეატრი, არბოტერიუმი და პლანეტარიუმი) ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქისთვის (1991–2004) ვალენსიაში.

Auditorio de Tenerife

1990-იანი წლების დასაწყისში კალატრავამ დაიწყო მოძრავი ასპექტების დამატება თავის შენობებში. მაგალითად, ქუვეითის პავილიონში Expo ’92 (1991–92), მან წარმოადგინა სახურავის სეგმენტირებული ნაწილები, რომლებიც გამოყოფენ და გადაჯგუფდებიან, ქმნიან სხვადასხვა ფორმებსა და განათების ეფექტებს. ამ ცვალებადმა ხასიათმა ახალ სიმაღლეებს მიაღწია მილუოკის ხელოვნების მუზეუმში (1994–2001), ვისკონსინში, რისთვისაც მან შექმნა მოძრავი ძირი, რომელიც წააგავს ჩიტის ფრთებს, როდესაც ის იხსნება და იხურება.

milwaukee museum

კალატრავამ 2004 წელს მიიღო კონტრაქტი ახალი სარკინიგზო სადგურის დაპროექტებაზე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ყოფილ ადგილზე ნიუ-იორკში. წლების განმავლობაში გადასინჯვის, შეფერხებებისა და მზარდი ხარჯების შემდეგ, სატრანზიტო კვანძი 2016 წელს გაიხსნა. იმავდროულად, იგეგმებოდა აშენებულიყო კალატრავას პროექტი Chicago Spire-სთვის, რომელიც იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი კორპუსი (2000 ფუტი [610 მეტრი]), თუმცა ის არ განხორციელებულა.

 

Oculus World Trade Center

კალატრავას სხვა ინტერესები მოიცავდა მხატვრობასა და ქანდაკებების შექმნას. ეს ნამუშევრები, ისევე, როგორც მისი არქიტექტურული პროექტები, გამოიფინა მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში (2005), ნიუ-იორკში; ერმიტაჟში (2012), სანკტ-პეტერბურგში და ვატიკანის მუზეუმებში (2014). კალატრავას საჯარო ქანდაკებები დროებით მოეწყო პარკ ავენიუზე (2015), ნიუ-იორკში და მუდმივად განთავსდა მდინარე ჩიკაგოს ნაპირზე (Constellation, 2020), ჩიკაგო. კალატრავა 2005 წელს ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

Montjuïc Communications Tower

ჰელე მარდალი – რბილი და მკვეთრი ფორმების დიზაინერი

5 მცენარე სველი წერტილების გასამწვანებლად – Cattleya გვირჩევს