in

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს ავეჯის ფერი სწორად ? – 4 საინტერესო რჩევა დიზაინერებისგან

სამზარეულოს ინტერიერისთვის შესაბამისი ფერების შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც დიდ ყურადღებასა და დაკვირვებას მოითხოვს. ხშირად სასურველი ფერებისა და კონტრასტების შერჩევას ხანგრძლივი დრო სჭირდება და პროფესიონალების დახმარების გარეშე, სასურველი შედეგის მიღება ვერ ხერხდება. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გიამბობთ რამდენიმე მთავარი რეკომენდაციის შესახებ, რომლებსაც ინტერიერის დიზაინერები გვიზიარებენ და რომლებიც ნებისმიერი სტილისა და ფერის სამზარეულოს მოწყობაში დაგეხმარებათ.

1.კარგად შეისწავლეთ ოთახი

განსაზღვრეთ, როგორი იქნება თქვენი სამზარეულო, როგორია საერთო სივრცე და რა შეგრძნებების გაღვიძება გსურთ. როდესაც ფერებზე ფიქრს დაიწყებთ, შეარჩიეთ რამდენიმე ფერი, რომელიც ყველაზე უკეთ გაუსვამს ხაზს თქვენს გემოვნებასა და ინდივიდუალურ სურვილებს, თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ კონკრეტული გარემოებებიც, რომლებიც ოთახის პარამეტრებს უკავშირდება. მაგალითად, დიდი ზომის სამზარეულოს მუქი ფერები იმაზე მეტად მოუხდება, ვიდრე მცირეს.

ოთახის სპეციფიკას შეუძლია ფერთა პალიტრის შეზღუდვა. ნათელი სივრცეები უფრო რბილად იგრძნობა, როდესაც ღია ტონებში არის შეღებილი, ხოლო დიდი სამზარეულო უფრო ესთეტიკური გამოვა შედარებით მუქ ფერებში.

თუ თქვენ მხედველობაში ღია გეგმარირების სამზარეულო გაქვთ, დიზაინერები გირჩევენ ხის ზედაპირებისა და ოდნავ მუქი ფერების გამოყენებას, რაც სახლში დახვეწილ ეფექტებს აღძრავს. თუ საწყის ეტაპზე კონკრეტული სურვილები არ გაქვთ, უმჯობესია, მოერიდოთ მკვეთრი და ინტენსიური ფერების გამოყენებას.

2.შეახამეთ სამზარეულოს ფერები სახლის სხვა ოთახებთან

გადახედეთ ინტერიერს და დაფიქრდით იმაზე თუ რომელი უფრო შეესაბამება ყველაზე მეტად თქვენს საცხოვრებელს. მთელს სახლში ერთი ტონალობის ფერების გამოყენება ერთმანეთის გაგრძელებას შექმნის, რაც სივრცეებს უფრო დახვეწილსა და ჰარმონიულს ხდის.

მაგალითად, თუ თქვენი სხვა ოთახები უფრო “გრილი”, ღია ნაცრისფერი ტონებით არის შეღებილი, შეგიძლიათ სამზარეულოც ნაცრისფერ და თეთრ ფერებში მოაწყოთ, ხოლო თუ კედლებზე ტექსტურირებული შპალერი გაქვთ გამოყენებული, არ მოერიდოთ სამზარეულოში ფერადი და თამამი ფერების ხაზგასმას.

3.შეარჩიეთ სტილი

სტილი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, რომელიც მთლიანი სამზარეულოს ხასიათს ქმნის. ამ შემთხვევაში თქვენ არჩევანის მრავალფეროვნება გაქვთ, ეს შეიძლება იყოს მინიმალისტური, სკანდინავიური, 60-იანი წლების, თანამედროვე ან სხვა რაიმე მიმართულება. მინიმალისტური სამზარეულო განსაკუთრებით უხდება ბუნებრივ ფერებს, მწვანე და კრემისფერ ტონებს, ხოლო თანამედროვე სტილი კარგად მუშაობს უფრო თბილ ტონებთან.

სამზარეულოს დიზაინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ფერების ასახვაზეც. სამზარეულო ზედა კარადების გარეშე უფრო ჰაეროვან ხასიათებს ქმნის, რაც ძალიან უხდება მუქ ფერებს, როგორებიცაა ლურჯი, შავი და ასე შემდეგ. თუმცა, თუ მიდრეკილი ხართ უფრო ნეიტრალური და საინტერესო დიზაინისკენ, აირჩიეთ ისეთი ტონი, როგორიცაა თეთრი, ნაცრისფერი ან კრემისფერი.

სამზარეულო, როგორც წესი, საუკეთესოდ გამოიყურება მაშინ, როდესაც თითოეული ფერი და ტონალობა შენარჩუნებულია ქრომატულ ჰარმონიაში. მაგალითად, კედლების ფერი და კარის ფერი სულაც არ უნდა იყოს ზუსტად იგივე, მაგრამ უფრო სასიამოვნოა, როდესაც ისინი ერთი და იმავე ტონის სხვადასხვა ელფერს წარმოადგენენ.

4.ეძებეთ შთაგონება

მას შემდეგ, რაც რამდენიმე ძირითად ფერსა და სტილს შეარჩევთ, დაიწყეთ შთაგონების ძებნა. ამ ნაბიჯით თქვენ ძალიან გაიმარტივებთ სამზარეულოს მოწყობის პროცესს. შთაგონების მისაღებად სულაც არ არის საჭირო ინტერნეტში უკვე არსებული ინტერიერების დათვალიერება, ამისთვის შეგიძლიათ იფიქროთ თქვენს საყვარელ ფერებზე, ლანდშაფტზე, თქვენი მეგობრების სახლებზე და სხვა.

მას შემდეგ, რაც ზემოთ მოცემულ ოთხივე რეკომენდაციას გაითვალისწინებთ, თქვენ უკვე მზად გექნებათ მყარი საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც საოცნებო სამზარეულოს ბევრად უფრო მარტივად და საინტერესოდ მოაწყობთ.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ტრენდული ნეიტრალური ტონი სამზარეულოს ავეჯის შესაღებად კაპაროლის კატალოგიდან:

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

“ხრუშჩოვკის” სრული ტრანსფორმაცია საირმის ქუჩაზე — „Studio Murmuration“-ის ნამუშევარი

საწოლი, როგორც საძინებლის მთავარი აქცენტი – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის