ცოტა ხნის წინ დიზაინერ სტეფანი დებრინკატს დაევალა სივრცის გადაქცევა საფარის უდაბნოს თემატიკის სათამაშო ოთახად, მისი კლიენტების ორი შვილისთვის. „მიზანი იყო შემექმნა სივრცე, სადაც ბავშვები თამაშსაც შეძლებდნენ, კითხვასაც და დროის საინტერესოდ გატარებასაც,” – ამბობს სტეფანი. შესაბამისად, მან გადაწყვიტა, შეეცვალა მთლიანი ოთახი მისი საფუძვლიანად გარემონტების გარეშე და დაამონტაჟა ხის პანელის მსგავსი ფონი, რომელზეც გააკრა შპალერისმსგავსი, პრინტიანი ქაღალდები. ასევე, გადაწყდა მთლიან იატაკზე რბილი ხალიჩის დაფენა, რამაც სივრცეს სიმყუფროვე მიანიჭა.
ბუნებრივია, დებრინკატის კლიენტებს ჰქონდათ რამდენიმე ფუნქციური მიზანი, მათ შორის, ოთახისთვის სამკითხველო ფუნქციის მინიჭება, მრავალფუნქციური სათამაშო მაგიდის განთავსება და სივრცეში სინათლის რაოდენობის გაზრდა.
დიზაინის შექმნისას, დებრიკანტი მიჰყვებოდა რწმენას, რომ საბავშვო სივრცეში არ უნდა იგრძნობოდეს დროის მსვლელობა. დიზაინერი სხვა მშობლებსაც ურჩევს, ფოკუსირება მოახდინონ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც პერსონალიზირებულია, ფუნქციონალური და კომფორტული ბავშვების ყველა სურვილის შესასრულებლად.
და მართლაც, ეს სივრცე ზუსტად ბავშვების სურვილებზეა მორგებული. აქ ნახავთ როგორც მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს, ისე სათამაშოებს, დეკორაციებს, შემეცნებით ნივთებს. და რაც მთავარია, აქ ყველა დეტალი ერთმანეთთანაა შერწყმული. საფარის თემატიკით შემქნილ ოთახში არაფერია კონტექსტიდან ამოვარდილი და კონტრასტული.