in

საფასადე სისტემები “ნამაის სტანდარტით”

ადამიანებისთვის სახლი თავდაპირველად მხოლოდ თავშესაფარს წარმოადგენდა, ამიტომაც პირველი პრიმიტიული ნაგებობები უბრალო კედლებისა და ფანჯრის მაგივრად ეზოს მხრიდან გაკეთებულ ხვრელებს წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში ბინაში შესაღწევი ღიობების რაოდენობა მაქსიმალურად მცირერიცხოვანი და ვიწრო იყო.

ჰარანი – ძველი ქალაქი ჩრდილოეთ მესოპოტამიაში

ფასადის ცნება ქალაქების სისტემის ფორმირების დროს გაჩნდა. ამ პერიოდში ცენტრალური ქუჩები ჩვეულებრივისგან მნიშვნელოვნად გამოირჩეოდა. თავიდან “ფასადს” შენობის მთავარ ქუჩაზე გამავალ კედელს უწოდებდნენ, მოგვიანებით კი ნებისმიერი გარე კედელი “ფასადად” იწოდებოდა.

დღეს ფასადების მოპირკეთება ხელოვნების დონემდეა აყვანილი, რაც ახალი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო იხვეწება და ვითარდება. თანამედროვე ფასადი შენობის სრულფასოვანი კონსტრუქციული ნაწილი გახდა. არტ-დეკო, დეკონსტრუქცივიზმი, კონსტრუქცივიზმი, ჰაი-ტეკი, ეკლექტიკა – არქიტექტორებს  ნებისმიერ სტილში მუშაობის შესაძლებლობა მიეცათ. სწორედ ამიტომ, დღეს “ნამაი ვაკეს” ექსპერტებთან ერთად შენობის ამ მნიშვნელოვან კომპონენტზე გვინდა გესაუბროთ და პოპულარული საფასადე სისტემები გაგაცნოთ.

საფასადე მოსაპირკეთებელ ძირითად მასალად შესაძლებელია გამოყენებული იყოს ფასადური კასეტები, დეკორატიული ფითხი, კერამოგრანიტი, კლინკერის ფილა, საიდინგი, მოსაპირკეთებელი აგური, სენდვიჩ-პანელი და ქვა.

რაც შეეხება ტექნოლოგიას, დღეისათვის არსებობს ფასადების მოწყობის ორი ხერხი: 

1. ვენტილირებადი ფასადი

ამ შემთხვევაში კედელსა და საფასადე ფენას შორის საჰერო ნაპრალს ტოვებენ. ეს იმისთვის ხდება, რომ კონდესატი გამონიავდეს და ჰაერმა დამატებითი თბოსაიზოლაციო როლი შეასრულოს.

2. სველი ფასადი

ეს მეთოდი კედლის წინასწარ მომზადებას საჭიროებს, ვინაიდან არანაირ ნაპრალს არ ითვალისწინებს. გრუნტირება, წებო, დამათბუნებელი, გასამაგრებელი (არმირებადი) ფენა, ბადეშუშა, ფითხი – ეს არის ყველა ის ფენა, რაც ამ ტექნოლოგიით გამოიყენება.

ყველაზე ხშირად გამოყენებადი საფასადე სისტემები:

1.ლითონის საფასადე სისტემები

ეს არის დასაკიდი, ვენტილირებადი საფასადე სისტემა რომელმაც, ბაზარზე პოპულარობა ეფექტური თბოსაიზოლაციო და ლითონის ეროზიისაგან დამცავი მასალების გამოჩენის შემდეგ მოიპოვა. ის კედელზე დამაგრებული საკიდების მეშვეობით მაგრდება და რამდენიმე ფენისგან შედგება – გარე დამცავი ლითონის ფენა და უშუალოდ კედელზე მიმაგრებული საიზოლაციო ფენა, შუაში საჰაერო ნაპრალით.

2.ალუმინის საფასადე სისტემები

ამ სისტემაში საფასადე, გარე ფენად ალუმინი გამოიყენება. ის კოროზიისადმი მეტი მდგრადობით გამოირჩევა, თუმცა ლითონთან შედარებით დაბალი თბომედეგობით ხასიათდება, ასევე ძვირია და ამიტომაც ლითონთან შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს.

3.მინის საფასადე სისტემები

მეტალის საფასადე სისტემების შემდეგ მეორე ადგილზე მინის კონსტრუქციებია. ისინი არქიტექტორების ყველაზე თამამი ამბიციების რეალიზების საშუალებას იძლევა, მაგრამ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებსა და უმაღლესი ხარისხის კომპლექტაციას მოითხოვს. მინის საფასადე სისტემა ორ ძირითად კომპონენტს შეიცავს: მინას და მზიდ კონსტრუქციას. დამზადების ტექნოლოგიის მიხედვით არსებობს ნაწრთობი მინა, ლამინირებული (ბრონირებული) შუშა და ტრიპლექსი.

საფასადე სისტემების მრავალფეროვნება ხშირად არასწორ აქცენტებს იწვევს და მომხმარებელი მასალის ვიზუალურ მხარეზე კონცენტრირდება. თუმცა, როგორც “ნამაი ვაკის” ექსპერტები გვირჩევენ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ვიზუალურ ეფექტზე მეტად ფასადი მის ფუნქციურ დატვირთვას უნდა ასრულებდეს. მხოლოდ ხარისხიანი მასალებითა და კვალიფიციურად შესრულებული ფასადი შეიძლება იყოს გამძლე და თბილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაზოგილი კომუნალური გადასახადებიც სწორად დაგეგმილი და შესრულებული ფასადის დამსახურებაა.

“ნამაი ვაკეს” მშენებლობა

აქედან გამომდინარე, არსებობს 5 მთავარი მოთხოვნა, რასაც ხარისხიანად შესრულებული საფასადე სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს. ესენია:

  • მექანიკური სიმტკიცე და გარე ზემოქმედებებისადმი მდგრადობა;
  • თბოიზოლაცია;
  • ხმის იზოლაცია;
  • გამძლეობა;
  • მომხიბვლელი იერი.

“ნამაი ვაკეს” ჯგუფმა თავის ევროპულ B კლასის ენერგოეფექტურ შენობაში ფასადის სველი მოპირკეთების ტექნოლოგია გამოიყენა. ფასადის ფენებად 20 სმ-იანი პემზა ბლოკი, 8 სმ-იანი “UNILIN PIR”-ის თბოსაიზოლაციო ფენა, ბადე დუბელი, წებოცემენტი, “Caparol”-ის სპეციალური წებო და კლინკერის ფილებია გამოყენებული. სწორედ ეს ყველაფერი აქცევს “ნამაი ვაკეს” საქართველოში გამორჩეულ კომპლექსად ენერგოეფექტურობის მაჩვენებლის მიხედვით. მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მიერ უმაღლესი ხარისხის მასალებით აწყობილი ფასადი ძლიერი ქარის, წვიმისა და ნესტისადმი მაღალი წინაღობით გამოირჩევა.


“ნამაი ვაკეს” ექსპერტების თანახმად, მხოლოდ ავტორიტეტული და მაღალი სტანდარტების მქონე სამშენებლო კომპანიები ითვალისწინებენ ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს ზედმიწევნით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სანამ ახალ აშენებულ კორპუსში ბინის შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად დაინტერესდით, თუ რამდენად აკმაყოფილებს სამშენებლო კომპანია ფასადების მიმართ არსებულ უმთავრეს მოთხოვნებს, ვინაიდან მხოლოდ სწორად შესრულებული საფასადე სისტემა აქცევს შენობას თანამედროვე და სრულყოფილ ინჟინრულ კონსტრუქციად.

 

 

პენთჰაუსი ხვეული შიდა კიბით – ნინო ნოზაძის ახალი ნამუშევარი

დიზაინერ ალდო ჩიბიკის მიკრო ბინა მილანში