in

ტური საფრანგეთში მდებარე არაამქვეყნიურ სახლში

Banner M2
Banner M2

ლოკაცია, ერთი სიტყვით, საოცნებოა. საფრანგეთის ვესტ-ინდოეთში, სენტ-ბარტის მწვერვალზე განთავსებული სახლიდან, რომელიც ჰამბურგის უმაღლესი მოდის საწარმოს – Petra Teufel-ის მფლობელს, კატრინ ბრუსს და მის მეუღლეს, საავტომობილო სპეციალისტს – ოლივერ ბრუსს ეკუთვნის, თვალწარმტაცი ხედები იშლება. ერთი მხრიდან სახლი დიდებულ სასტუმროს – Eden Rock-ს და სენტ-ჟანის ყურის ცისფერ წყლებს გადაჰყურებს, ხოლო მეორე მხრიდან განსაცვიფრებელი Saline პლაჟი მოჩანს.

ვანესა ალექსანდრეს (ლოს-ანჯელესში დაფუძნებული Alexander Design-დან) მიერ დაპროექტებული სახლი წარმოგიდგენთ კლასიკური სენტ-ბარტსის ელეგანტურ ხედვას დახრილი სახურავებით, ღია სხივებით და მომხიბლავი აქცენტებით. „ეს ნამდვილად ჩემი სტილია მისი თვალით დანახული და პირიქით. კეტრინმა დიზაინში პიროვნულობა და სტილი შემოიტანა, ავეჯთან დაკავშირებით ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ. ჩემი ამოცანა იყო ერთიანი ამბავი შემექმნა. სახლს გლამურული აქცენტები აქვს, მაგრამ ის ასევე მართლაც კომფორტული და ელეგანტურია“ – ამბობს დიზაინერი.

ვანესა ადგილობრივ არქიტექტორთან – იოჰანეს ზინგერლესთან თანამშრომლობდა, რათა შეექმნა სივრცე, რომელიც ურთიერთდაკავშირებული პავილიონების სერიას მოიცავს. მთავარი პავილიონის (ერთადერთი სტრუქტურა მეორე სართულით) პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები ოთახი და სამზარეულო, ხოლო ზედა სართულზე – მთავარი საძინებელი. მისაღებ ოთახს ამშვენებს მარიო ბელინის ვინტაჟური სავარძლები, რომლებსაც თან ახლავს ლინდსი ადელმანის თვალწარმტაცი კედლის განათება, პიეტრო ფრანსკინის პანელი და პოლ მატერის ტორშერი. მეორე სართულზე მდებარე მთავარი საძინებელი თავშეკავებული ფუფუნების მსგავს ატმოსფეროს ასხივებს.

სტუმრების პავილიონებიც მსგავს ესთეტიკურ ხაზს მიჰყვება, რაც ირგვლივ არსებულ გარემოს გამოკვეთის საშუალებას აძლევს, მაგრამ, ამასთან, სახლის დახვეწილი დიზაინი ბუნებრივ ბრწყინვალებაში არ იკარგება. ბრუსის კავშირი მოდასთან აშკარა ხდება სპორტული დარბაზის აღჭურვილობების ხილვისას – Louis Vuitton-ის სავარჯიშო ტომარა, Chanel-ის კალათბურთის ბურთი და Chrome Hearts-ის სამედიცინო ბურთები.

დიზაინერის თქმით, აუზი და მიმდებარე სასადილო პავილიონი არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ ცხოვრება მთელი სისავსით შეიგრძნოთ. „კლიენტებს უყვართ გართობა, ამიტომ აქ ყოველთვის არის ბევრი მუსიკა და აქტივობა“ შეზლონგები, რომლებიც აუზთან არის განლაგებული, მოციმციმე პლაჟების თვალწარმტაცი ხედებით ტკბობის საშუალებას გაძლევთ. „თქვენ გარშემორტყმული ხართ აყვავებული მწვანე მთებით, ზემოდან კი სენტ-ბარტსის წითელ სახურავებს გადაჰყურებთ. ეს ნამდვილი სამოთხეა“ – ამბობს დიზაინერი.

6 კომპანია თბილისში, სადაც ხის ავეჯს დაგიმზადებენ

ბინა ახალ აშენებულ კორპუსში – ამ ტიპის უძრავი ქონების პოპულარობის 3 მთავარი მიზეზი