ლამაზ, მყუდრო და სუფთა სახლზე ყველა ქალი ოცნებობს. თუმცა ჭუჭყი, ცხიმიანი ლაქები სამზარეულოს ავეჯსა და ფანჯრებზე, რომელიც საკვების მომზადების შემდგომ ჩდება, მტვერი, ნათითურები სარკეებზე, დასვრილი იატაკები და ხალიჩები – ეს ის ყოველდღიური უსიამოვნებებია, რასთანაც ბრძოლა გვიწევს. გარდა ამისა, აბაზანაში და სველ წერტილებში წარმოქმნილი ნადები მნიშვნელოვნად გვიმატებს საფიქრალს.
ამ სიტუაციაში შველად საყოფაცხოვრებო ქიმია გვევლინება. მწარმოებლები სარეცხი საშუალებების დიდ არჩევანს გვთავაზობენ. მათ შორის არის ისეთები, რომლებიც კონკრეტული მიზნისთვისაა შექმნილი: შუშების საწმენდად, ხალიჩების გასარეცხად, სველი წერტილების მოსაწესრიგებლად. არის ასევე უნივერსალურები, რომლებიც წმენდს და ბზინვარებას ანიჭებს ფილებს, ნიჟარებს, კაფელს და სხვა ზედაპირებს. სწორი საწმენდი საშუალების არჩევით მნიშვნელოვნად ვიადვილებთ დალაგების პროცესს.
ჩვენ შეგირჩიეთ საუკეთესო საწმენდი საშუალებების სია, რომელიც დამყარებულია სპეციალისტების შეფასებებსა და მომხმარებლების გამოხმაურებებზე. ჩვენი რეკომენდაცია დაგეხმარებათ თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტის არჩევაში.
ბიუჯეტური:
“Bagi”
“Unicum”,
“Synergetic”
“Bref”
“Meine Liebe”.
საშუალო საფასო კატეგორია:
“Dr. Beckmann”
“Vanish”
“Thomas”
“KARCHER”.
პრემიუმ კატეგორია:
“Grohe”
და ბოლოს, გთავაზობთ ლიდერებს თითოეული ბრენდის ქვეკატეგორიების მიხედვით:
1. “Bagi” – შუმანიტი ცხიმების მომცილებელი. უნივერსალური ტუტე ფორმულა, რომელიც სამზარეულოს ზედაპირების ფართო სპექტრის კომპლექსური წმენდისთვისაა შემუშავებული (ყველა სახის ქურა, ღუმელი, ფრიტურნიცა, გამწოვი, მოსამზადებელი ჭურჭელი და ა.შ.).
2. “Bagi” – ცხიმების მომცილებელი შუშისა და კერამიკისთვის. სპეციალური კონცენტრირებული საშუალება, რომლის დანიშნულებაა მინა-კერამიკული, ჭურჭლისა და კაფელის ზედაპირებიდან ცხიმისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დაბინძურების მყისიერი მოშორება (პანელები, ქურები მათ შორის ინდუქციური)
3. “Unicum Gold” – ცხიმების მომცილებელი სამზარეულოს ტექნიკაზე. უნიკალური ფორმულა ადვილად ერევა დაძველებულ, ზედაპირში ჩამჯდარ ცხიმიან ლაქებს, მიმწვარ რძეს და შაქარს, დანახშირებულ და დამწვარ ზედაპირებს.
4. “Dr. Beckmann 3 X 1”. ეკოლოგიური და უნივერსალური პასტა ნებისმიერი დაბინძურების ხარისხიანი წმენდისთვის (მათ შორის ჩამჯდარი და გამაგრებული ჭუჭყისთვის) სამზარეულოს ავეჯიდან, დანადგარებიდან, სანტექნიკიდან, ფილებიდან, მეტალო-პლასმასის ფანჯრებიდან, ბაღის ინვენტარიდან, ველოსიპედებიდან და ა.შ.
5. “Synergetic” უნივერსალური. ბიოხრწნადი, უნივერსალური, კონცენტრირებული საშუალება. შემუშავებულია სხვადასხვა სახის იატაკის ზედაპირებიდან (ლინოლეუმი, პარკეტი, ლამინატი, ფილა და ა.შ.) ნებისმიერი დაბინძურების ეფექტური წმენდისათვის.
6. “Thomas ProTex” – კონცენტრანტი ხალიჩებისა და რბილი ავეჯისათვის. მაღალტექნოლოგიური, კონცენტრირებული საშუალება ნებისმიერი ტექსტილური ზედაპირის ღრმა წმენდისთვის. განკუთვნილია ნებისმიერი მარკის სარეცხი და ორთქლის მტვერსასრუტებში გამოყენებისათვის.
7. “Bagi” – აბაზანის საწმენდი ქაფი. უნივერსალური საშუალება ეფექტურად აშორებს ძველ, ზედაპირში ჩამჯდარ დაბინძურებას (მათ შორის ჟანგს, საპნის ლაქებს და ა.შ.).
8. “Meine Liebe” – შუშის, პლასტმასისა და სარკის საწმენდი. უნივერსალური საშუალება შუშის, სარკის, პლასტმასისა და სხა პრიალა ზედაპირების (აკრილი, ვინილი, კაფელი) ეფექტური წმენდისთვის. სპეციალურად არის შემუშავებული საცხოვრებელ ფართებში, იფისებსა და ავტომობილებში გამოყენებისათვის.
9. ” Synergetic” – შუშის საწმენდი. ბიოხრწნადი, ჰიპოალერგიული საშუალება, ეფექტურად წმენდს და ცხიმისგან ათავისუფლებს ნებისმიერ შუშის ზედაპირს (ფანჯრებს, შუშის ავეჯს, სარკეს, ფაიფურის ნაკეთობებს, ავტომობილის მინებს და ა.შ.)
10. “KARCHER RM 500” – შუშის საწმენდი. თხევადი კონცენტრატი სწრაფად და მარტივად წმენდს ნებისმიერი გლუვი მინის ზედაპირს ხელით ან კომბინირებული რეცხვის დროს.