in

რა შემთხვევაშია დაშვებული სარეცხის მანქანის გაწმენდა ლიმონის დახმარებით? – 3 მარტივი მეთოდი

სარეცხის მანქანა ის ნივთია, რომელსაც თითქმის ყველა სახლში ვხვდებით, რადგან მას აქვს ის ფუნქციური ღირებულებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას მაქსიმალურად ამსუბუქებს. თუმცა ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც მანქანის შიდა ნაწილში ობი ან ჭუჭყის ნაწილაკები ჩნდება, რომელთა გაწმენდაც საკმაოდ რთულ პროცესებთანაა დაკავშირებული.

ობი და სხვადასხვა ჭუჭყის ლაქები შეიძლება ჩამოყალიბდეს ტექნიკის იმ ნაწილში, რომელშიც სარეცხის საშუალებებს ათავსებთ. ამის მიზეზი მაღალი ტენიანობის არსებობა და ფხვნილისა და სხვა სარეცხი ნარევების დაგროვებაა.

ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად ერთი მარტივი გზა არსებობს – ბუნებრივი გამწმენდის გამოყენება. ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ ლიმონი სარეცხის მანქანას იდეალურად ასუფთავებს, მაგრამ მისი მანქანაში პირდაპირ მოთავსება არ შეიძლება, რადგან მისმა შემადგენლობამ შესაძლოა თქვენი ტექნიკა დააზიანოს.

გთავაზობთ ლიმონის რამდენიმე ნარევს, რომელთა გამოყენებაც მანქანის საფუძვლიანად გაწმენდაში დაგეხმარებათ.

ლიმონი და ძმარი

ეფექტის გასაძლიერებლად დაგჭირდებათ ორი ცალი ლიმონი, რომელიც უნდა გაწუროთ, ორი ჭიქა წყალი და ნახევარი ჭიქა ძმარი. სამივე პროდუქტი ერთმანეთს კარგად აურიეთ და სპრეის ბოთლის გამოყენებით პირდაპირ შეასხურეთ იქ, სადაც ობს ან სხვა რაიმე ლაქას ხედავთ.

ათი წუთის შემდეგ აუცილებელია სარეცხის მანქანის გარეცხვა, რაც მისი სპეციალური რეჟიმის დახმარებითაა შესაძლებელი. გირჩევთ, რომ წმენდის დროს ტემპერატურა დაახლოებით 90 გრადუსზე დააყენოთ.

ლიმონის მჟავა

ლიმონის მჟავა თეთრი კრისტალის მსგავსი ნივთიერებაა, რომელიც ეთილის სპირტსა და წყალს შეიცავს. კალციუმის დაშლის შედეგად, სარეცხის მანქანის კედლებსა და ზედაპირებზე არსებული ლაქები იდეალურად იწმინდება. ამისთვის საჭიროა, რომ 5-6 კოვზი ლიმონმჟავა ჩაყაროთ იქ, სადაც სარეცხის ფხვნილს ათავსებთ და მანქანა თვით წმენდის რეჟიმზე დატოვოთ.

ამ მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ არა მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, არამედ ყოველ ექვს თვეში ერთხელ, პროფილაქტიკის მიზნითაც.

ლიმონი და კბილის პასტა

ამ მეთოდის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ თქვენი სარეცხის მანქანა ცარიელია, ხოლო შემდეგ რამდენიმე ლიმონი შუაზე გაჭერით, ზედაპირზე კბილის პასტა გადაუსვით და სარეცხის მანქანაში მოათავსეთ. სულ ბოლოს – ტექნიკა თვით წმენდის რეჟიმზე ჩართეთ, რათა ლიმონისა და კბილის პასტის ნარევმა მისი კიდეები საფუძვლიანად გაასუფთაოს.

ამ მარტივი მეთოდების დახმარებით თქვენი ტექნიკა მუდმივად სუფთა იქნება და თავიდან აირიდებთ ქსოვილის გაფუჭებასაც, რასაც უმეტესად ობის ნაწილაკები იწვევს.

ინდივიდუალური სტილით გამორჩეული ბინა ძველ თბილისში – გალერისტ ნათია ბუკიას ინტერიერი

როდის არის ბინის შესაძენად საუკეთესო დრო?