in

როგორ  გავზარდოთ ოთახი სარკის მეშვეობით – Homeis.ge გირჩევთ

დღეს ხუთი რჩევა გვინდა შემოგთავაზოთ, რომელიც სარკის მეშვეობით სივრცის საზღვრების მაქსიმალურ გაზრდაში დაგეხმარებათ.

 „XXL“-ის ზომის სარკე

სარკე ოპტიკური ილუზიის შექმნის მთავარი ინსტრუმენტია. რაც უფრო დიდია ის, მით უფრო დიდი გვეჩვენება სივრცე. მაღალი სარკეები ჭერს ამაღლებს, მაშინ როცა ფართო მოდელები ოთახის „საზღვრებს“ ზრდის.

სარკეების ჯგუფი

ერთი სარკე კარგია, ორი კი უკეთესი! რამდენიმე სარკისგან შემდგარი კომპოზიცია ოთახზე სხვადასხვა კუთხიდან შეხედვის საშუალებას იძლევა და სივრცის საზღვრებს ვიზუალურად ზრდის. გარდა ამისა, სარკეები თავისთავად ეფექტურ დეკორად შეიძლება გამოვიყენოთ. არ შეგეშინდეთ სხვადასხვა მოდელებითა და ფორმებით ექსპერიმენტირების.

სარკე ფანჯარასთან

იმისთვის, რომ სარკის „მაგიამ“ იმუშაოს, მნიშვნელოვანია მისი სწორი განთავსება. დიდ ფანჯარასთან მდებარე სარკე ინტერიერსა და ექსტერიერს შორის არსებულ საზღვრებს შლის და პეიზაჟის სახლში „შემოტანაში“ გვეხმარება.

გამოიყენეთ ბუნებრივი განათება

რაც უფრო ნათელია ოთახი, მით უფრო დიდი ჩანს ის. ამიტომ უმჯობესია, სარკე სინათლის წყაროსთან ახლოს მოთავსდეს. მაგალითად, ფანჯრის ან განათების სხვა წყაროს პირისპირ. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით შემოსასვლელისთვისაა აქტუალური, რომელიც როგორც წესი, ბინის ყველაზე ნაკლებად განათებულ სივრცეს წარმოადგენს.

უსასრულობის ეფექტი

ოთახის ბოლოებში ერთმანეთის საპირისპიროდ მოთავსებული ორი სარკე „სივრცის“ საზღვრებს შლის და უსასრულო შემოსასვლელის ეფექტს ქმნის.

როგორი უნდა იყოს ხარისხიანი ლიფტი საცხოვრებელ კორპუსში?

საახალწლოდ მორთული მე-17 საუკუნის კოტეჯი ნორფოლკში