in

რამდენიმე ჭკვიანური ხერხი პატარა სასადილო ოთახის მოსაწყობად

სასადილო ზონა სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა, ხშირად ფართის სიმცირის გამო, მსგავსი სივრცის ეფექტურად მოწყობა რთულდება. საბედნიეროდ, არსებობს მრავალი ხერხი, რომლითაც მაინც შეძლებთ ამგვარი ზონის შექმნას და ადგილის ეფექტურად ათვისებას.

ამ სტატიით სწორედ რომ სივრცის ათვისების გზებს გაგიზიარებთ:

გადმოსაკეცი მაგიდა

თუკი სივრცე არ გყოფნით საიმისოდ, რომ სრულფასოვანი სასადილო ზონა მოაწყოთ, ამისთვის კედლის გამოყენება ერთ-ერთი ჭკვიანური ხერხია. დაამაგრეთ მასზე გადმოსაკეცი მაგიდა და კვების დროებში გაშალეთ იგი.

პატარა მრგვალი მაგიდა კუთხის დივანით

ეს კლასიკური კომბინაცია არის სივრცის უაღრესად ეფექტური გამოყენების გზა. ეს ორი დეტალი ერთად ქმნის მყუდრო, საყვარელ და, ამავდროულად, ელეგანტურ კუთხეს სადილისთვის.

გამოიყენეთ კედლები ჭკვიანურად

ავეჯის კედლებზე განთავსება ათავისუფლებს ადგილს ვიწრო სასადილო სივრცეში სამოძრაოდ. დასაკეცი სკამების გამოყენებას, რომლებიც შესანიშნავად ინახება კედელზე, მარტივად შეძლებთ, როცა კი სადილის დრო მოვა.

დაამონტაჟეთ თაროები კარადების ნაცვლად

კარადები ძალიან ხშირად არაეფექტურად ითვისებენ სივრცეს. ამავდროულად, თაროები ერგება თქვენს მოთხოვნილებებს და ჩნდება უფრო მოქნილი სათავსო, ვიდრე დამოუკიდებელი ნაწილები. ამიტომაც, პატარა სივრცეში თაროები ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე კარადები.

შეარჩიეთ ორმაგი დანიშნულების ავეჯი

თუ თქვენ უნდა “გაწიროთ” თქვენი სასადილო ოთახის ნაწილი თქვენი სამუშაო ადგილისთვის, შეარჩიეთ ისეთი ავეჯი, რომელსაც ორმაგი გამოყენება ექნება. მაგალითად, ფოტოზე ნაჩვენები მაგიდა, რომელიც სამუშაოდაც გამოიყენება და სასადილოდაც.

გამოიყენეთ მოგრძო სკამი

მსგავსი ტიპის სკამი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ცალკეული სკამები, რომლებიც საკმაოდ დიდ სივრცეს იკავებენ. ამიტომაც, თუკი ის თქვენს ინტერიერში კარგად ჩაჯდება, აუცილებლად გამოიყენეთ ეს ვარიანტი.

გამოიყენეთ სარკე

გამოიყენეთ ეს ვიზუალური ხრიკი, რათა ნებისმიერი პატარა ოთახი უფრო დიდი გამოჩნდეს: სარკის ანარეკლი შესანიშნავია დამატებითი სივრცის იმიტაციის შესაქმნელად. გარდა ამისა, სარკეს შეაქვს სინათლე სივრცეში და მას უფრო ჰაეროვანს ხდის.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

Herman Miller – ავეჯის ნოვატორი ბრენდის ისტორია

ცნობილი ადამიანების უჩვეულო სახლები