in

რა უნდა გავითვალისწინოთ სასადილო ზონის ტერასაზე მოსაწყობად

ახლა წელიწადის ის დროა, როცა სახლზე მეტად, დილით და საღამოს დროს სასიამოვნოდ გარეთ ვატარებთ. განა რა სჯობს ზაფხულის ცხელ დღეებში გარეთ სიგრილეში ჯდომას?! ეს სეზონი ვერანდაზე სადილს ყველაზე სასიამოვნოს ხდის – და თუკი ამ დროს ოჯახი ერთად იკრიბება, ხომ საერთოდ… თუმცა, ამ სიამოვნების მიღებამდე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ რა გზით შეიძლება, ჩვენი ვერანდის სასადილო ზონა ყველაზე ჭკვიანურად მოწყოს.

საამისოდ, რამდენიმე საჭირო რჩევას გაგიზიარებთ:

თქვენი ტერასის სტილი

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, განსაზღვროთ, თუ როგორი გინდათ, რომ იყოს თქვენი ვერანდა. საამისოდ უნდა აარჩიოთ ფერი და სტილი. ვერანდა სახლის ბუნებრივი გაგრძელებაა და ძალიან იშვიათადაა ის სახლისგან მოშორებით. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ სახლის ექსტერიერის სტილი განსაზღვრავს ვერანდასაც. მაგრამ, თუკი მაინც გსურთ, რომ ეს სივრცე დამოუკიდებელი და სხვაგვარი იყოს, შეგიძლიათ, თქვენი ინსპირაციით მოაწყოთ ის – თუნდაც მთლიანად ხის ავეჯით, ან ძალიან ბევრი ფერი გამოიყენოთ როგორც კედლებზე, ისე – დეკორში და ტროპიკული განწყობა შექმნათ.

ცოტაოდენი ფერი და კონტრასტი

გარედან შემოსაზღვრულ ვერანდაში ბევრად მეტი რამის გაკეთება შეიძლება, ვიდრე  მისი მხოლოდ სასადილო სივრცედ გამოყენებაა. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ბუხარი კუთხეში და ზამთრის თვეებშიც ისეთივე მიმზიდველი გახადოთ ის, როგორც ზაფხულის თვეებშია. შეგიძლიათ ასეთ ადგილას ცოტათი კონტრასტული ფერები შეიტანოთ თუნდაც იატაკის ბალიშებით, განათებით, ავეჯით, ფარდებითა და ხალიჩებით..

მაქსიმალურად გაზარდეთ ხელმისაწვდომი სივრცე

თუნდაც ყველაზე პატარა ვერანდა შეიძლება იქცეს ლამაზ გარე სასადილო ზონად, სწორი დეკორაციით. პატარა, მრგვალი გარე მაგიდა რამდენიმე სკამთან ერთად სრულიად საკმარისია ამგვარი სივრცისთვის. თუმცა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვერანდაზე ჩამონტაჟებული სავარძლები ოჯახის წევრებისთვის დამატებითი დასასხდომი ადგილის შესაქმნელად. თუ აქვე გრილიც გაქვთ, ყველაფერი ხომ კიდევ უფრო კარგი და სასიამოვნო გახდება.

#სადვიცხოვრო: ბინა ჰამაკით ვერაზე

Javier Senosiain-ის მიერ შექმნილი ორგანული სახლი მექსიკაში