in

საშემოდგომო ატმოსფერო სააბაზანოში – 5 სასარგებლო რჩევა

დღეისთვის მოგიმზადეთ ხუთი რჩევა, რათა შემოდგომაზე თქვენი სააბაზანოს სრულყოფილ სივრცედ გარდაქმნაში დაგეხმაროთ.

ტექსტილი

ცხელი აბაზანა არის ის, რაც შემოდგომის საღამოს გჭირდებათ. იმისათვის, რომ თქვენი სპა გამოცდილება კიდევ უფრო სასიამოვნო გახადოთ, არ დაგავიწყდეთ რბილი პირსახოცები, სააბაზანოს ფუმფულა ხალიჩა და ხალათი, რათა სკამზე ფინჯანი მცენარეული ჩაით ხელში კომფორტულად მოკალათდეთ.

კერამიკა

ბუნებრივი ტექსტურები და არასრულყოფილი ფორმები ყოველთვის სითბოსა და სიმყუდროვის განცდას ქმნის, რაც შემოდგომას ასე აკლია. სააბაზანოს აქსესუარების შერჩევისას ყურადღება ბუნების ტონებში გაფორმებულ კერამიკულ ნივთებზე გაამახვილეთ.

ნაქსოვი აქსესუარები

ლერწმისგან, ჩალის ნაჭრისგან და როტანგისგან დამზადებულ ნივთებს ექსპრესიული ტექსტურა აქვს, ასევე, ისინი სიმტკიცითა და გამძლეობით გამოირჩევა. ნაქსოვი კალათები თეთრეულის, პირსახოცების და კოსმეტიკური საშუალებების შესანახად შესანიშნავი არჩევანია.

ხე

ხე გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, რომელიც აქტუალობას არასოდეს კარგავს. შემოდგომისთვის სააბაზანოში მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად ინტერიერი სკამით, ტაბურეტით ან მდიდრული მუქი ხისგან დამზადებული სათავსო აქსესუარებით შეავსეთ.

არომატი

ინტერიერისთვის არომატი არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვიდრე ავეჯი ან დეკორი. შემოდგომისთვის შეარჩიეთ სანთლები ან დიფუზორები ვაშლის, გოგრის, კარამელის, მიხაკის ან დარიჩინის არომატით.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

ფრეი პოლ ოტო – XX საუკუნის გამორჩეული გერმანელი არქიტექტორი

რა არის კოსმეტიკური რემონტი?