in

5 ნივთი თბილისის მაღაზიებიდან, რომლებიც საშემოდგომო განწყობას შეგიქმნით

შემოდგომის დადგომასთან ერთად, ვცდილობთ, ინტერიერში გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ და სივრცე შესაბამისად მოვაწყოთ. საშემოდგომო თემატიკით გაფორმებული სახლი  მყუდრო, თბილ და მიმზიდველ ატმოსფეროს ქმნის და გარე სამყაროს უკეთესად შეგრძნებასა და აღქმაში გვეხმარება. დღევანდელ სტატიაში მოგიმზადეთ ის ნივთები, რომლებიც ამ სეზონისათვის დამახასიათებელ განწყობას შეგიქმნით.

1. თემატური ჭურჭელი

საშემოდგომო ატმოსფეროს გამორჩეულად ფერადი, თემატური ჭურჭელი უხდება, რომელიც ბუნების ცვლილებას განსაკუთრებით გვაგრძნობინებს და შესაბამისად განგვაწყობს. მაგალითად, „Matalan Georgia“-ს გოგრის ფორმის პატარა ქვაბები და თეფშები, დაგეხმარებათ სუფრა ლამაზად მორთოთ და ოჯახის წევრებს დღე  გაუხალისოთ.

2. ხალიჩა

Mysa“-ს შემოდგომის ფერებში გადაწყვეტილი აბაზანის ხალიჩა ნამდვილად განსაკუთრებულ შტრიხებს შეიტანს სივრცეში და სახლში მყუდრო, თბილ ატმოსფეროს შეგიქმნით. ნაზი ტექსტურა და მომხიბვლელი ფერები ნებისმიერ ზონას მოუხდება და ინტერიერს საინტერესოდ განაახლებს.

3. სუფრა

სუფრა, ინტერიერში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ამ სეზონისთვის განგვაწყობს. საშემოდგომო თემატიკით გაფორმებული „Coincasa“-ს მიმზიდველი სუფრა, დეკორატიულ როლსაც შეასრულებს და სივრცეს ფერადი, მომხიბვლელი დეტალებით გაამდიდრებს. თქვენს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს კი საზეიმო განწყობას შეუქმნის.

4. სასანთლე  

შემოდგომა მყუდროებასთან და სიმშვიდესთან ასოცირდება. ინტიმური გარემოს მისაღებად კი საუკეთესო გზა ოთახის სასანთლეებით გაფორმებაა. “VELI.store“-ის ბამბუკის სასანთლე, რომლის შიგნით სანთლის ჩასადები მინის სათავსოა მოთავსებული,  ორიგინალური და განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა.  მოდელი ნებისმიერ კუთხეს დაამშვენებს და საშემოდგომო ინტერიერის მოწყობაშიც დაგეხმარებათ.

5. პლედი 

შემოდგომის დადგომასთან ერთად, ტემპერატურა იცვლება, ამიტომ ამ სეზონზე თბილი პლედი აუცილებლად დაგჭირდებათ. ნარინჯისფერი დახვეწილი ტექსტილი, რომელსაც „ZARA HOME“-ში შეიძენთ, ცივ ამინდებს გაგიფერადებთ და სითბოთი და სასიამოვნო განწყობით აგავსებთ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

რობოტი მტვერსასრუტების გავლენა დასუფთავების ინდუსტრიაზე

„მარტივი ფუფუნება“ – რამდენიმე რჩევა ამ სტილის შესაქმნელად ინტერიერში