in

როგორ მოვაწყოთ სახლი საშემოდგომოდ – 5 პრაქტიკული რჩევა

შემოდგომის სეზონი სახლთან, სიმყუდროვესთან, სითბოსთან ასოცირდება, ამიტომ განსაკუთრებით აქტუალური ხდება შიდა სივრცის კომფორტულად მოწყობა და შესაბამისი, სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა. სასურველია, გარემო ისე განახლდეს, რომ ერთი მხრივ, მოსახერხებელ სივრცეს უზრუნველყოფდეს ყველა ოჯახის წევრისა და მეგობრისთვის, მეორე მხრივ კი იდეალურ ადგილად იქცეს განმარტოებისა და დასვენებისთვის. მრავალფუნქციური, მიმზიდველი და მშვიდი ინტერიერის მისაღებად კი აუცილებელია სახლის თითოეული ელემენტის სათანადოდ შერჩევა და განლაგება. დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც თქვენი საცხოვრებლის საშემოდგომოდ მოწყობაში დაგეხმარებათ.

ფერადი ავეჯი

საშემოდგომო განწყობა ყველაზე მძაფრად ამ სეზონთან დაკავშირებული ფერების ინტერიერში შემოტანით იქმნება. ისეთი ელემენტები, რომლებიც მიწის ფერთან, ნარინჯისფერთან, ყავისფერთან, წითელთან და ყვითელთან არის დაკავშირებული, სახლს სრულიად უცვლის იერსახეს და საშემოდგომო განწყობას მატებს. ფერებთან ერთად, მნიშვნელოვანია კომფორტული ავეჯის დამატებაც, რადგან შემოდგომა თბილ, სახლურ, მყუდრო დღეებთან ასოცირდება. მაქსიმალურად სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად კი რბილი ტახტი თუ სავარძელი საუკეთესო გზაა როგორც ინტერიერის გასალამაზებლად, ასევე სიმსუბუქისა და მშვიდი განწყობის მისაღებად.

დივანი: Hkliving

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

სქელი ტექსტილი

მრავალფეროვანი, სქელი, ფერადი ტექსტილი განსაკუთრებით აამაღლებს საშემოდგომო განწყობას და სივრცეს სითბოსა და სიმყუდროვეს შესძენს. მაგალითად, რბილი პლედები გარდა იმისა, რომ კომფორტულად დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობას იძლევა, ინტერიერს ახლებურ იერს მატებს და შესაბამის განწყობას ანიჭებს, რაც მაცხოვრებლების ხასიათსა და მდგომარეობაზეც აისახება. ამიტომ ინტერიერის სეზონური ცვლილებისა და თბილი გარემოს მისაღებად ერთ-ერთი ეფექტური საშუალება პლედების, განსაკუთრებით კი ბუნებრივი ფაქტურის ტექსტილის გამოყენებაა.

პლედი: Bloomingville

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

დეკორატიული ბალიში

საშემოდგომო ინტერიერში უპირატესობა რბილ ტექსტურებსა და მსუბუქ მასალებს ენიჭება, რომლებიც ინტერიერს ჰაეროვნებას და სინაზეს მატებს. კიდევ ერთი მეთოდი თბილი, მყუდრო და საშემოდგომო ატმოსფეროს შესაქმნელად დეკორატიული ბალიშების გამოყენებაა, რომლებიც ამ სეზონისთვის დამახასიათებელ ფერთა გამაშია გადაწყვეტილი. ინტერიერის გალამაზებასთან და განახლებასთან ერთად, დეკორატიული ბალიში კომფორტული, მოსახერხებელი გარემოს მოწყობაშიც დაგეხმარებათ და სასიამოვნო, საკითხავ თუ დასასვენებელ კუთხეს შეგიქმნით.

ბალიში: Bloomingville

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

დეკორატიული სანათი

სივრცის ხასიათსა და იერსახეზე დიდ გავლენას ახდენს განათება, რადგან შესაბამისი გეგმარება და სინათლის სიხშირე მაცხოვრებლების პროდუქტიულობასა და გუნება-განწყობაზე აისახება. ამიტომ განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როდესაც დღის განათება იკლებს, დიდი დატვირთვა ენიჭება ხელოვნურ სინათლეს და სანათების დიზაინს, რომლებიც ინტერიერის უმნიშვნელოვანეს ელემენტად გვევლინება. სწორად შერჩეული სანათითა და განათებით, თქვენ შეძლებთ სასურველი ატმოსფეროს მიღებას და მყუდრო, თბილი და მშვიდი გარემოს შექმნას, რაც შემოდგომის სეზონზე განსაკუთრებით საჭიროა.

სანათი: Hkliving

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ფერადი ელემენტი

ფუნქციურ დეტალებთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს დეკორატიული ელემენტების გამოყენება, რომლებიც ინტერიერში განსაკუთრებულ ეფექტს იძლევა და სტილისტურად გამორჩეულ შტრიხებს სძენს სივრცეს. შემოდგომასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ასეთი დეკორატიული ობიექტია შანდლები, რომლებიც ინტერიერს გამორჩეულ სიმყუდროვეს და სითბოს მატებს. ამავდროულად ფერადი მოდელების საშუალებით შესაძლებელია სადა და მონოტონური სივრცის მარტივად გახალისება და მისი ფერებით გამოცოცხლება.

შანდალი: &Klevering

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

რუბრიკის წარმდგენია Mysa

ავტორი: მეკო მეტრეველი

როგორ შევქმნათ მყუდრო ატმოსფერო ბუნებრივი ფერების დახმარებით

პენტჰაუზები საქართველოდან – მკითხველების ფავორიტი პროექტები Homeis.ge-ზე