in

საშიშია თუ არა მიკროტალღური ღუმელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

მიკროტალღურ ღუმელს საკმაოდ ბევრი ადამიანი იყენებს, რადგან ის სამზარეულოში ძალიან კომფორტული და ფუნქციური ნივთია. ღუმელს აქვს კერძის სწრაფად გაცხელების ან მომზადების უნარი, რომელიც განსაკუთრებით პრაქტიკულია მათთვის, ვისაც საკვების მოსამზადებლად დიდი დრო არ აქვს. მიუხედავად უამრავი სასარგებლო ფუნქციისა, არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ მიკროტალღურ ღუმელს ახასიათებს გამოსხივება, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. საუბარია მაღალი სიხშირის ტალღებზე, რომლებიც არა მხოლოდ ღუმელიდან, არამედ მობილური ტელეფონიდან, ტელევიზორიდან და სხვა ტექნიკიდანაც მოდის. ამის გამო, გაჩნდა შიში, რომ მიკროტალღურის გამოყენებამ შეიძლება ჩვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას.

თუმცა, მიკოტალღურ ღუმელს აქვს რადიოტალღებზე ბევრად უფრო მოკლე ტალღის სიგრძე და მერყეობს 1მ-დან 1მმ-მდე. ამასთან, სტანდარტული ღუმელები იყენებენ 2.45ჰერცის სიხშირის მქონე ტალღებზე მომუშავე ნაწილებს, რაც დაახლოებით 12სმ სიგრძეს უდრის. შედეგად, წარმოიქმნება წყლის მოლეკულებზე დაფუძნებული ვიბრაცია, რომელიც თავის მხრივ, წარმოქმნის სითბოს, გადასცემს მას საკვების მოლეკულებს და ათბობს ჩვენთვის სასურველ კერძს.

სინამდვილეში, ეს პროცესები ჩვენთვის უსაფრთხო გზით მიმდინარეობს, რასაც განსაკუთრებით უზრუნველყოფს ე.წ დამცავი ბადე, რომელიც ნებისმიერ მიკროტალღურ ღუმელს ახლავს თავს. გაითვალისწინეთ, რომ ტექნიკის გამოყენება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ მისი ბადე დაზიანდება, რადგან ის წარმოადგენს დამცავ ბარიერს თქვენსა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო გამოსხივებას შორის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მიკროტალღური ღუმელების გამოყენება სრულიად უსაფრთხოა იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალურად სწორად არის დაცული თანდართული რეკომენდაციები და წესები, რაც გულისხმობს არა მხოლოდ თავად მოწყობილობის გამართულობას, არამედ იმასაც, რომ საკვები ღუმელში საჭიროზე დიდხანს არ დარჩეს, მზადების პროცესში ღუმელთან ძალიან ახლოს არ დავდგეთ და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა, გარკვეული სახის გამოსხივება ნებისმიერი სახის ტექნიკას ახასიათებს, თუმცა ტექნოლოგიურ ეპოქაში, როდესაც აქცენტი საქმის მარტივ და სწრაფად კეთებაზეა გადატანილი, შეიძლება ითქვას, რომ მიკროტალღური ღუმელი ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ფილიპ სტარკის ცნობილი წვენსაწური, რომელიც პოპულარობას დღემდე არ კარგავს

რა ფაქტორები განაპირობებს მშვიდ საცხოვრებელ გარემოს მრავალბინიან კომპლექსში?