in

საშხაპე და აბაზანა ერთ სივრცეში – რამდენიმე საინტერესო რჩევა ამ კომბინაციის შესაქმნელად

აბაზანის მოწყობა საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სივრცე ძალიან მცირეა. ასეთ შემთხვევაში ინტერიერის დიზაინერები მიმართავენ საშხაპისა და აბაზანის კომბინაციის ტექნიკას, რომელიც ერგება ნებისმიერი სტილის სააბაზანოს და ეკონომიურია როგორც ხარჯის, ასევე სივრცის თვალსაზრისითაც. დღევანდელ სტატიაში 6 საინტერესო რეკომენდაციას შემოგთავაზებთ, რომლებიც მცირე ზომის აბაზანის მოწყობაში დაგეხმარებათ.

მოაპირკეთეთ კედელი და აბაზანა კერამიკული ფილების გამოყენებით

ფილები სხვადასხვა ფერისა და დიზაინის არსებობს, ასეთი სტილი კი აბაზანას ინდივიდუალურ ხასიათსა და სტილს ანიჭებს. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა შავი და თეთრი ფილები, რომლებიც ელეგანტურ და დახვეწილ ხასიათს აღძრავს ისე, რომ არ იგრძნობოდეს ქაოსი და გადატვირთულობა. ამასთან, შავი აბაზანის აქსესუარები განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება შავ-თეთრი ფილების ფონზე.

გამოიყენეთ Zellige-ის აბაზანის ფილები

Zellige-ის აბაზანის ფილები ერთ-ერთი საინტერესო და ახალი ტენდენციაა, რომელიც განსაკუთრებულ პოპულარობას ბოლო პერიოდში განიცდის. ასეთი ფილები ქმნის სპას მსგავს ინტერიერს და აქვს სივრცის ამაღლებისა და გაცოცხლების უნარი. გარდა ამისა, ამ ტიპის ფილები ინტერიერს დეკორატიულ ეფექტსა და განსაკუთრებულ შეგრძნებას მატებს.

მიმართეთ ექსპერიმენტებს

საშხაპისა და აბაზანის კომბინაცია, ერთი შეხედვით, შეიძლება მარტივი და სადა ჩანდეს, მაგრამ სხვადასხვა მასალის დაბალანსებითა და თამამი გადაწყვეტილებების დახმარებით, სააბაზანოს სივრცე მაქსიმალურად ფერადი და მრავალფეროვანი გახდება. კედლებზე შეგიძლიათ უჟანგავი ფოლადის, მარმარილოსა და სხვა ბუნებრივი მასალის გამოყენება, რომლებიც ნათელ და საინტერესო კონტრასტს ქმნის. ამ გზით მარტივად შეძლებთ ცივი და თბილი ტექსტურისა და ღია და ნათელი ელემენტების დაბალანსებას.

შეარჩიეთ კლასიკური სტილი

კლასიკურ სტილს ასევე აქვს უნარი, რომ შხაპისა და აბაზანის კომბინაცია უფრო მდიდრული და განსაკუთრებული გახადოს. კლასიკური სტილი მუდმივად პოპულარული ტენდენციაა, რომელიც თითქმის არასდროს გადადის მოდიდან. გარდა ამისა, ეს კომბინაცია გამოირჩევა ფუნქციურობითა და პრაქტიკულობით. კლასიკური სტილი უზრუნველყოფს სივრცის მაქსიმალურად ათვისებასაც, რაც იდეალური გზაა მშვიდი და კომფორტული სააბაზანოს შესაქმნელად.

შექმენით მინიმალისტური დიზაინი

იმისთვის, რომ აბაზანისა და შხაპის კომბინაცია ერთმანეთთან იდეალურად დაბალანსდეს, აირჩიეთ მინიმალისტური სტილი და მიწიერ ფერთა სისტემა. გამოიყენეთ ბუნებრივი მასალა და ფერები, როგორებიცაა მაგალითად, ყავისფერი და მწვანე. ამგვარი მოპირკეთება სააბაზანოს მიანიჭებს სიღრმეს, სითბოსა და ტექსტურას, რაც განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურება.

მოათავსეთ საშხაპე აბაზანის გვერდით

თუ გსურთ, აბაზანა ვიზუალურად გაზარდოთ, იფიქრეთ შხაპისა და აბაზანის განცალკევებაზე. ეს საშუალებას მოგცემთ, ორივე მათგანი მაქსიმალურად კომფორტულად გამოიყენოთ. გარდა ამისა, იფიქრეთ საშხაპე კარის და ტიხრის დამონტაჟებაზე, რათა სივრცე კიდევ უფრო ფართო გამოჩნდეს. დამატებითი აქცენტების სახით ნუ მოერიდებით ბუნებრივი მასალის, დეკორატიული ელემენტებისა და ტექსტურის დამატებას.

რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი 

მიკრო ბინა ქიაჩელის ქუჩაზე

ინდუსტრიული ხასიათის მქონე ლოფტი პარიზში