ტოტები, ფოთლები, წითელი ნაყოფი – სახლის საშობაოდ მორთვა ზედმეტი ბრჭყვიალების გარეშეც შესაძლებელია. დღეს ჩვენ სადღესასწაულო დღეების ბუნებრივი მასალებით მორთვის რამდენიმე იდეა მოგიმზადეთ.
სკანდინავიური ზამთრის სიმყუდროვე, ქათქათა თოვლი, ფერადი კენკრის მტევნები და ნაძვის სიმწვანე – ყველაფერი ეს ელეგანტური საშობაო დეკორის შთაგონება შეიძლება გახდეს. არ არის აუცილებელი შობა ოქრო-ვერცხლით ელვარებდეს. ის შესაძლებელია ჩრდილოეთისთვის დამახასიათებელი თავშეკავებულობით გამოირჩეოდეს და პირველისთვის დამახასიათებელი მკაცრი სილამაზე ჰქონდეს. ბუნებრივი ტრენდი, რომელიც ბოლო დროს დიზაინის სამყაროს იპყრობს, სახლის სადღესასწაულო დეკორშიც ირეკლება. სიმწვანე, ზამთრის კენკრა და მანდარინი სადღესასწაულო სუფრის მშვენიერი დანამატი იქნება. არ დაგავიწყდეთ სანთლები, ისინი სახლს სიმყუდროვესა და ზღაპრულ ელფერს შემატებენ.
1. ნაძვის ტოტები
ნაძვის ტოტი, გირლიანდები და სანთლები ის ნივთებია, რომლებიც საშობაო დღესასწაულებს ჯადოსნურობას შემატებს.
2. ხილი და მცენარეები
კომში, წითელი ვაშლები, კენკრა და ბუნებრივი სიმწვანე სადღესასწაულო სუფრის სიხარულს ნატურალური სურნელით გაახალისებს.
3. ფოთლოვანი მცენარეებისგან შექმნილი გირლანდა
შემოსასვლელში მაღალ შანდლებზე წამოგებული სანთლები შობის დღესასწაულს თქვენს სახლში შემოუძღვება და მას კიდევ უფრო სასიხარულოსა და ჯადოსნურს გახდის. ამავე ზონაში შეგიძლიათ დაგრეხილი ხის ტოტებისა და მწვანე ფოთლოვანი მცენარეებისგან შექმნილი გირლანდა ჩამოკიდოთ.
4. თაიგული კენკროვანი დეკორით
ასკილის თაიგული და რამდენიმე ტოტი სადღესასწაულო დეკორის თავშეკავებული და ელეგანტური შტრიხი იქნება.
5. წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეებით შექმნილი ჭერის დეკორი
ზამთრის კენკრა, გირჩები, ლამაზად გაფორმებული მანდარინი და ნაძვის ტოტები არ ბზინავს, მაგრამ სადღესასწაულო სუფას განსაკუთრებულ სისადავესა და ელეგანტურობას მატებს. თუ ასეთი ელეგანტურად გაფორმებული მაგიდის თავზე მცენარეებით შექმნილ ჭერის დეკორს დაამატებთ, თქვენი საახალწლო ინტერიერი ნამდვილად ჯადოსნურ ელფერს შეიძენს.
6. ტოტები და სელი
საშობაო სუფრის დეკორის თითქოს მარტივი დეტალი – პატარა ტოტებითა და სელით გადაკრული ხელსახოცები და ზამთრის წითელი კენკრა – ეს ვარიანტი ნამდვილად გაახალისებს თქვენს საახალწლო სუფრას.
7. ციტრუსები
მანდარინი არც ბრწყინავს და არც ელავს, მაგრამ სადღესასწაულო სუფრა მის გარეშე წარმოუდგენელია. მას სახლში ბედნიერების გემო შემოაქვს და ელეგანტური დეკორის როლსაც ასრულებს.
საახალწლო რუბრიკის წარმდგენია თეთრი კვადრატი.