სასრიალოები ყველასთვის საყვარელი ატრაქციონია. კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ის არ არის მხოლოდ პარკებისთვის და მისი გამოყენება თავისუფლად არის შესაძლებელი დახურულ სივრცეებშიც. სასრიალო შეიძლება შეგხვდეს საცხოვრებელ სახლში, როგორც სართულების დასაკავშირებელი ალტერნატიული გზა და ასევე ის ხშირად არის ოფისების ან სხვადასხვა საქმიანი ცენტრების ინტერიერებშიც, როგორც თანამშრომლებისთვის ერთგვარი განტვირთვის გზა, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ფუნქციაც აქვს. მაშ ასე, ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს შთაგონებისთვის:
სახლი ტოკიოში, იაპონიაში – Level Architects
იაპონურმა სტუდიამ სამი სართული მომრგვალებული ფორმის სასრიალოთი დააკავშირა.
ოფისი დანიაში – Rosan Bosch and Rune Fjord
სათამაშოების კომპანია LEGO-ს ოფისში დიზაინერებმა მეტალის სასრიალო გააკეთეს, რომელიც შეხვედრების ოთახიდან გამოსვლის ალტერნატიული გზაც არის.
სახლი პანორამა კორეაში – Moon Hoon
ხის სასრიალო ამ წიგნების თაროს ნაწილია. დამკვეთებს სურდათ სახლში ბავშვის გასართობი ელემენტი ჰქონოდათ.
მაიკროსოფთის ოფისი ავსტრიაში – Innocad
როგორც ხედავთ, მეტალის სასრიალოს გარდა, მაიკროსოფთის ვენის ოფისში ბევრი სხვა გასართობიც არის თანამშრომლებისთვის.
სახლი გერმანიის სოფელში – XTH Berlin
12 მეტრის სიმაღლის ჭერიან სახლში დიზაინერებმა ვერტიკალური სივრცე კრეატიულად აითვისეს და დამრეცი იატაკები გააჩინეს, რომელსაც გასართობი ფუნქციაც აქვს.
კოპენჰაგენის საზოგადოებრიცი ცენტრი – MVRDV and Adept
არქიტექტორებმა ცენტრში ყველანაირი აქტივობა მოაწყვეს: მეტალის სასრიალოები, ლაბირინთები, კედელზე ასაცოცებელი. კონცეფციის მიზანი ზრდასრულებისთვის მეტი ფიზიკური აქტივობისკენ მოწოდება იყო.
სახლი ინდონეზიაში – Aboday
ეს არის სახლი ჯაკარტაში, სადაც ბეტონის სასრიალო ბავშვების საძინებელს პირდაპირ სამზარეულოსთან აკავშირებს.
ხის შეხვედრების ოთახები ერთ-ერთ ოფისში საფრანგეთში – Estelle Vincent
ამ ხის დასადგამი შეხვედრების ოთახიდან გამოსვლა ღია ცისფერი სასრიალოთი შეიძლება.
პენთჰაუსი ამერიკაში – David Hotson and Ghislane Vinas
დახვეული მერატალის სასრიალო პენთჰაუსის ინტერიერის მნიშვნელოვანი დეტალია, რონელიც ოთხ სართულს გადის.
ოფისი იაპონიაში – Schemata Architecture Office
სასრიალო თითქოს ჩამალულია სარკის ტიხარში, ზედა სართულზე კიბით ავდივართ, იქიდან ჩამოსასვლელად კი ალტერნატიული ვარიანტიც გვაქვს.