in

მთებით გარშემორტყმული სასტუმრო “მიკრო ეზოებით” – Domain Architects-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

სასტუმრო Sky Yards ჩინეთში მდებარეობს და მისი შექმნის პროცესში არქიტექტორებისთვის მთავარი გამოწვევა ისეთი პროექტის შემუშავება იყო, რომელიც მიმართული იქნებოდა მთლიანად ლანდშაფტისკენ და არ ორიენტირებოდა მის ირგვლივ არსებულ სამშენებლო უბნების ხედებზე.

საბოლოოდ, ჰენანის პროვინციაში მოწყობილ ინდუსტრიულ ზონაში ეს 48 ნომრიანი სასტუმრო შანხაიში არსებულმა არქიტექტურულმა სტუდიამ, Domain Architects-მა დააპროექტა. პროექტი ითვალისწინებს რესტორანს, საბანკეტო დარბაზს და რამდენიმე საცურაო აუზსაც.

ზოგიერთი ოთახი ეზოს გადაჰყურებს, მაგრამ უმეტესობა ირგვლივ არსებული გამორჩეული ხედების დათვალიერების შესაძლებლობას იძლევა. სასტუმროს აქვს თეთრი ექსტერიერი, აივნების კედლები გაშლილია, ხოლო ეზოს ტერასების ფორმის მსგავსი ღობე აქვს.

ამაღლებული ბეტონის კონსტრუქციაზე მდგარი შენობა მალავს მიწისქვეშა პარკინგისთვის გამოყოფილ ტერიტორიას, აქვს L-ის ფორმა და გარს აკრავს აუზი და ტერასა.

თითქმის ყველა ოთახს აქვს დიდი, გადახურული აივანი, რაც, როგორც არქიტექტორებმა აღნიშნეს, ერთგვარი “მიკრო ეზოების” შექმნის შესაძლებლობას იძლევა. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ღობე (მოაჯირი), რომელიც ურთიერთქმედებს შენობის სახურავთან და ქმნის დახრილ ფორმებს ექსტერიერში.

ეს მიკრო ეზოები საკმარისად კონფიდენციალურია იმისთვის, რომ განთავსდეს სააბაზანო სივრცეები და მოსასვენებელი ზონები. მასალის სახით ამ ნაწილში ძირითადად გამოყენებულია ხე. პატარა ოთახები, რომლებიც აუზისკენაა მიმართული, აღჭურვილია ლითონის ყინვაგამძლე შუშის აივნებით.

 

დღის სხვადასხვა მონაკვეთში მზის შუქი სხვადასხვანაირად ეცემა ნომრებსაც და ხედები სინათლის მიხედვით იცვლება. გამორჩეული ლანდშაფტი თითოეული მნახველის ყურადღებას მარტივად იპყრობს.

არქიტექტურული სტუდია: Domain Architects

ფოტოები: Chao Zhang.

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

საუბრები არქიტექტურაზე: გიორგი ზაუტაშვილის ახალი წამოწყება „R-312“-ის სახელოსნოში

String Furniture – სკანდინავიური ავეჯის საერთაშორისო ბრენდი, რომელიც ცნობილი თაროების სისტემით გახდა