ბინის შეძენისას უმნიშვნელოვანესი ყურადღება ექცევა გარემოს და საცხოვრებელი კომპლექსის მდებარეობას, რადგან ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხს, კომფორტს და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებელ პირობებს, რაც ჩვენს ყოველდღიურობას ამარტივებს.
მიიჩნევა, რომ ხელსაყრელი ადგილმდებარეობით, უპირველესად, ქალაქის ცენტრალური უბნები ხასიათდება, რადგან ამ ნაწილში გადაადგილება ბევრად გამარტივებულია და ნებისმიერი საჭირო ობიექტი თუ დაწესებულება მარტივად ხელმისაწვდომია. ამასთანავე, როგორ წესი, სწორედ ამ ნაწილშია წარმოდგენილი სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული, გასართობი თუ სავარჯიშო დაწესებულებების უმეტესობა, რაც ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და მაცხოვრებლებს უამრავი აქტივობით დაკავების შესაძლებლობას აძლევს. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ ფაქტორებზე, რომლებსაც ბინის შეძენისას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა სწორი და უსაფრთხო გარემო შევარჩიოთ ჩვენი მომავალი კომფორტული ცხოვრებისთვის.
კეთილმოწყობილი არქიტექტურა და ინფრასტრუქტურა — საცხოვრებელი გარემოს შერჩევისას მაცხოვრებლები დიდ ყურადღებას აქცევენ არქიტექტურულ იერსახეს და ირგვლივ არსებული შენობების მდგომარეობას, რადგან ექსტერიერი დიდ გავლენას ახდენს ინტერიერზეც და ნაგებობის ხარისხსა და საიმედოობას უსვამს ხაზს. ამიტომ ბინის შეძენამდე დიდი მნიშვნელობა მიანიჭეთ კომპლექსის დიზაინის და ირგვლივ არსებული ნაგებობების მდგომარეობას, რათა უსახო, მოსაწყენ და შეუხედავ გარემოში არ მოგიწიოთ ცხოვრება და ამან თქვენს პროდუქტიულობასა თუ განწყობაზე არ იმოქმედოს.
გადაადგილების სიმარტივე — კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც მაცხოვრებლები ბინის შერჩევისას ყურადღებას აქცევენ, ხელმისაწვდომი ტრანსპორტი და გადაადგილების სიმარტივეა. უმჯობესია, ბინა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ახლოს, მარტივად მისადგომ ადგილას მდებარეობდეს, რათა ნებისმიერი სახის ტრანსპორტით ადვილად გადაადგილდეთ და დაბრკოლებები არ შეგექმნათ. ამ მხრივ დიდი უპირატესობა ენიჭება ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, რადგან ნებისმიერი სახის სატრანსპორტო სისტემა გამართული და მოწესრიგებულია, ამიტომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მობინადრეებს ასეთ უბნებში გადაადგილება უმარტივდებათ.
გაუმჯობესებული წვდომა სხვადასხვა სახის სერვისზე — გარემოს შერჩევისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამედიცინო პუნქტებთან, სასურსათო მაღაზიებთან საცხოვრებელი კომპლექსის სიახლოვე, რადგან ყოველდღიურად მარტივად გვქონდეს წვდომა ცხოვრებისათვის აუცილებელ და საჭირო ყველა მნიშვნელოვან კომპონენტზე. ამ კუთხითაც, ცენტრალური უბნების უპირატესობა დიდია, რადგან სწორედ ქალაქის ამ ნაწილშია ყველაზე მეტად თავმოყრილი ნებისმიერი ტიპის სერვისი და ობიექტი.
სოციალური და კულტურული ცხოვრება — ადამიანებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია აქტიური სოციალური ცხოვრება და კულტურულ პროცესებში მონაწილეობა, ამიტომ გარემოს შერჩევისას უმჯობესია, ისეთ ადგილმდებარეობას მივანიჭოთ უპირატესობა, სადაც საკვები ობიექტები, კინო, თეატრი, სპორტ დარბაზები, ბარები თუ კაფეები ახლოსაა, რათა ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიური სოციალური ცხოვრება შევინარჩუნოთ და მიმდინარე კულტურულ მოვლენებს და სიახლეებს თვალი მარტივად ვადევნოთ. ამ თვალსაზრისით, ქალაქის ცენტრალური უბნები კვლავ დიდი უპირატესობით სარგებლობს, რადგან სწორედ ამ სივრცეში გვხვდება ყველა მნიშვნელოვანი კულტურული თუ სოციალური ობიექტი.
უსაფრთხოების უზრუნველყოფა — ბინის მაძიებელთათვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია დაცულ გარემოში ცხოვრება და უსაფრთხოების შეგრძნების მაღალი ხარისხი, რაც ყველაზე მეტად ცენტრალურ უბნებთან სიახლოვეს შეიგრძნობა, რადგან ხალხმრავლობის, სხვადასხვა დაწესებულების და მაღალი უსაფრთხოების სტანდარტის ნაგებობების გამო, განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშაა და მუდმივ კონტროლს ექვემდებარება. შესაბამისად, ეს ადგილები საცხოვრებლად დიდი მოთხოვნით სარგებლობს.
რეკრეაციულ ზონებთან სიახლოვე — არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საცხოვრებელი გარემო რეკრეაციულ ზონებთან ახლოს იყოს, რადგან ბუნებასთან ხშირი კავშირი პირდაპირ აისახება მაცხოვრებლების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და გაუმჯობესებულ გუნება-განწყობაზე. შესაბამისად, უმჯობესია, ბინის შეძენამდე ყურადღება ამ ფაქტორზეც გაამახვილოთ და ეცადოთ, სახლი ბუნებრივ გამწვანებასთან, პარკებთან და რეკრეაციულ ზონებთან ახლოს შეიძინოთ.
ამ მახასიათებლების გათვალისწინებით, თბილისის ცენტრალურ უბანში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილას ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, „ნამაი ვაკის“ კომპლექსი გამოირჩევა. “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პროექტი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე უნიკალური ადგილმდებარეობით სარგებლობს, რომელიც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით, დახვეწილი დიზაინითა და ინფრასტრუქტურით, ხელმისაწვდომი სატრანსპორტო სისტემით, სოციალური, კულტურული, სამედიცინო და საგანმანათლებლო ობიექტებითა და რეკრეაციულ ზონებთან სიახლოვით ხასიათდება, რის გამოც კომფორტული, სრულფასოვანი და მოსახერხებელი ცხოვრებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.