in

სახლი ამსტერდამში მაღალი ჭერითა და მრავალფეროვანი ბაღით

Banner M2
Banner M2

ამსტერდამის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში შეხვდებით თანამედროვე სტილში გაფორმებულ სახლს მაღალი ჭერითა და მრავალფეროვანი ბაღით. ოთახები, ერთი შეხედვით, ვიწროა, თუმცა ფერთა კომბინაციის სწორად შერჩევით დიზაინერებმა სივრცე ვიზუალურად გაზარდეს.

სახლს სამი სართული აქვს: მესამე სართულზე საძინებელი და სამზარეულოა, მეორეზე – მისაღები ოთახი და მთავარი საძინებელი, ხოლო პირველ სართულზე კიდევ სამი სტუმრებისთვის განკუთვნილი საძინებელია განთავსებული. საბოლოო ჯამში, პროექტს სასტუმროს მსგავსი განლაგება და ინტერიერის დიზაინი აქვს.

ჭერის სიმაღლე პირველ სართულზე ხუთი მეტრია, რომელიც ოთახს კიდევ უფრო დიდს აჩენს. ოთახი სამ ნაწილადაა დაყოფილი, ერთ ნაწილში ბუხარია, შემდეგ სასადილო მაგიდა და სივრცე, სადაც წიგნების კარადა და მოსასვენებელი ზონაა.

ხის კედელს ჩაშენებული კარი აქვს, საიდანაც დერეფანში ვხვდებით. კედელი, ჭერის მსგავსად, ხუთი მეტრის სიმაღლისაა და ოთახში ბალანსის შესაქმნელად შეირჩა.

სახლის წინა ნაწილში არის მყუდრო სივრცე ფანჯრით, საიდანაც ქალაქის ისტორიულ ნაწილზე იშლება ხედი.

შენობა 1665 წელს აშენდა და იმის მიუხედავად, რომ ინტერიერის დიზაინი თანამედროვე სტილში გადაკეთდა, მისი გარკვეული ნაწილი კვლავ XVII საუკუნისთვის დამახასიათებელ სტილშია გადაწყვეტილი.

დახვეწილი და თბილ ფერებში შერჩეული სამზარეულო ბაღის ნაწილს უკავშირდება. სამზარეულოს ავეჯი ძვირადღირებული ხის მასალისგანაა შექმნილი.

მთავარი საძინებელი მშვიდი სივრცეა, რომელიც ბაღს გადაჰყურებს. თეთრი კედლები სადა, ლურჯ აქცენტებთან არის ჰარმონიაში.

საძინებელს აქვს საკუთარი აბაზანა, რომელიც მისგან მინის დახვეწილი კარით არის გამოყოფილი.

აქ ვხვდებით ნაცრისფერ ფერთა პალიტრას და კერამიკულ ფილებს, რომლებიც როგორც კედელზე, ასევე იატაკზეც არის განლაგებული.

სახლის უკანა ნაწილში თანამედროვე ბაღია გაშენებული, რომელიც მოიცავს დასასვენებლად კომფორტულ სივრცეს, საუნასა და ღია სამზარეულოს.

რა არის ვინილის იატაკის საფარი და როგორია მისი ღირებულება ქართულ ბაზარზე?

იატაკქვეშა გათბობა: წყლის თუ ელექტრო – რომელი ავირჩიო?