in

საუკეთესო ფერები საძინებლისთვის – Homeis.ge-ს 6 რჩეული ტონი

იმ შემთხვევაში თუ ნეიტრალური ტონები საძინებელში თქვენი სტილი არ არის, მაშინ ეს სტატია ნამდვილად გამოგადგებათ. დღეს ჩვენ იმ ელფერებზე გიამბობთ, რომლებიც აუცილებლად გამოაცოცხლებს თქვენს ინტერიერს და მას გამორჩეულ ხასიათს შესძენს. გარდა დიზაინ იდეებისა, ჩვენ ასევე შემოგთავაზებთ საღებავების ზუსტ ტონებსა და დასახელებებს, რათა შერჩეული ვარიანტის მოძიება ბევრად გაგიმარტივდეთ. ამისთვის კი “კაპაროლის” კატალოგს გამოვიყენებთ.

მკვეთრი ფერები ინტერიერს ბევრად მყუდრო და დახვეწილ ელფერს ანიჭებს. სწორედ ამიტომ, ამგვარ ტონებს ხშირად იყენებენ საძინებელ ოთახებში. გახსოვდეთ, საღებავის ფერის შერჩევისას ოთახის ზომით არ უნდა იხელმძღვანელოთ. ამ შემთხვევაში მთავარი თქვენი ხასიათი და გემოვნებაა. სწორად შერჩეული ფერთა გამა ნებისმიერ სივრცეში ლამაზი გამოდის. ქვემოთ მოცემული ვარიანტები ამაში ნამდვილად დაგარწმუნებთ.

1. მუქი ლურჯი

ლურჯი ერთ-ერთი კლასიკური ფერია საძინებლისთვის. რაც უფრო მუქია მისი ელფერი, მით უფრო მყუდრო გამოდის სივრცე. ლურჯი ხელს უწყობს განტვირთვასა და სტრესისგან გათავისუფლებას, შესაბამისად ჩვენ რჩეულ ტონებში მას პირველი ადგილი უჭირავს.

 

“კაპაროლის” კატალოგიდან მუქი ლურჯისთვის შემდეგი ტონები შევარჩიეთ:
2. ცისფერი
კიდევ ერთი პოპულარული ვარიანტი საძინებლისთვის ცისფერია. ეს არის ტონი, რომელიც სიმსუბუქესთან, სისუფთავესთან და ჰაეროვნებასთან ასოცირდება. ამ ფერში გადაწყვეტილ ოთახში გაღვიძება განსაკუთრებით დიდი სიამოვნებაა.

 

“კაპაროლის” კატალოგიდან ცისფრის შემდეგი ტონები შევარჩიეთ:
3. ვარდისფერი
ხშირად შეცდომით ჰგონიათ, რომ ვარდისფერი ტონები მხოლოდ პატარა გოგოების საძინებლებისთვის გამოდგება. სინამდვილეში, ეს არის ერთ-ერთი ტრენდული ელფერი, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს გამორჩეულს ხდის.

 

“კაპაროლის” კატალოგიდან ვარდისფრის შემდეგი ტონები შევარჩიეთ:
4. ნაცრისფერი
ნაცრისფერი მისი უამრავი გრადაციით საკმაოდ პოპულარულია განსაკუთრებით მინიმალისტური სტილის ინტერიერებში. ეს არის ტონი, რომელიც განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება თეთრ ჭერთან კონტრასტში. რუხის ელფერი საძინებელს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ანიჭებს და ამავდროულად ინტერიერს ესთეტიკურად მიმზიდველს ხდის.

 

“კაპაროლის” კატალოგიდან რუხის შემდეგი ტონები შევარჩიეთ:
5. მწვანე
მწვანე ის ფერია, რომელიც ყოველთვის ტრენდულია და ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ის ბუნებისა და უკვდავი სიცოცხლის ფერია. მწვანეს უამრავი ტონიდან თითქმის ყველა იდეალურად ერგება საძინებლის დიზაინს. მუქი, ხასხასა, ღია – არჩევანი თქვენზე და თქვენი ოჯახის წევრების გემოვნებაზეა.
“კაპაროლის” კატალოგიდან მწვანე ფერის შემდეგი ტონები შევარჩიეთ:
6. ყვითელი
ყვითელი ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი ფერია. თუმცა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ის ყველაზე იშვიათად გამოიყენება ინტერიერებში. ქვემოთ მოცემული მაგალითები დაგარწმუნებთ იმაში, რომ სწორად შერჩეული ტონის შემთხვევაში, ყვითელი იდეალურად გამოიყურება საძინებელში, ვინაიდან არაფერი სჯობს მზისფერ ოთახში გაღვიძებასა და დაძინებას.

 

“კაპაროლის” კატალოგიდან ყვითლის შემდეგი ტონები შევარჩიეთ:

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

თეთრი ბინა კარტოზიას ქუჩაზე – ნატუკა ბაღაშვილის ინტერიერი

ელეგანტური ბინა ხის პანელებით პარიზში