in

ბუნებით შთაგონებული საუცხოო ვილა მექსიკაში

Alliance Group
Alliance Group

Vila Cava — სახლი, რომელიც მაიას ჯუნგლების გულში ალდეა ზამაში, მექსიკაში მდებარეობს ფუფუნებას ბუნებასთან აერთიანებს. ვილა შექმნა Espacio18 Arquitectura-მ მეპატრონეებთან — ადრიანთან და ანდრეასთან (ახალგაზრდა წყვილი ოტავადან, კანადა) თანამშრომლობით. პროექტის ინსპირაცია იყო იუკატანში მდებარე Cenote Suytun, რომელმაც წყვილის გულები დაიპყრო და მათ გადაწყვიტეს აეშენებინათ სახლი, რომელიც რეგიონის ბუნებრივ სილამაზეს და სივრცით ხარისხს განასახიერებდა.

Villa Cava არის სენსორული გამოცდილება, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ სტუმრებს უნიკალური და დაუვიწყარი დასვენება აჩუქოს. პროექტი შეიქმნა ადამიანების ისეთ სივრცეში გაერთიანების განზრახვით, რომელიც მათ დასვენების, შთაგონებისა და პიროვნულ ზრდისთვის შესაფერის გარემოს სთავაზობს. ვილა წარმოაჩენს გამოქვაბულით შთაგონებულ არქიტექტურულ კონცეფციას ბუნებრივი განათებით, რომელსაც აუზის მხარეს ჭერში ჩამონტაჟებული მინები უზრუნველყოფს. ფუფუნება მიღწეულია ბუნების მეშვეობით, რაც გარემოსთან მჭიდრო კავშირს ქმნის.

სახლი საგულდაგულოდ არის დაპროექტებული ისე, რომ არსებულ ლანდშაფტთან ყოფილიყო შერწყმული. სამშენებლო რეგულაციებმა და არსებულმა ხეებმა შენობის მოხაზულობაზე იქონია გავლენა. მასალები შეირჩა უშუალო კონტექსტთან ჰარმონიზაციის მიზნით, ნოტიო და წვიმიანი კლიმატის, ასევე ქარიშხლების პოტენციალის გათვალისწინებით.

Villa Cava-ის ინტერიერის დიზაინზე კაილა პონგრაკმა იმუშავა. მისი ხელწერა სახლში სტუმართმოყვარე, საცხოვრებლად სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. პირველ სართულზე განთავსებულია კაბინეტი, ღია დაგეგმარების სამზარეულო და დიდი სოციალური ზონა, რომელიც პირდაპირ საცურაო აუზზე გადის. ზედა სართული წარმოადგენს კერძო ზონას, საძინებლებით, 9 მეტრის სიმაღლის ჭერით და საგულდაგულოდ განლაგებული ჭერის ფანჯრებით, რომლებიც ოთახს ბუნებრივი განათებით უზრუნველყოფს. სახურავზე განლაგებულია მეორე კერძო გარე დასაჯდომი სივრცე, რომელიც მეპატრონეებს ჯუნგლების განსაცვიფრებელი ხედებით ტკბობის საშუალებას აძლევს.

 

პროექტის ავტორი: Espacio 18 Arquitectura

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

რატომ არის ცისფერი გაზაფხულისთვის იდეალური ფერი?

10 ადგილი თბილისში, სადაც საწოლს შეიძენთ