“Conemoting Market” ძალიან გამორჩეული სავაჭრო დაწესებულებაა, რომლის ძირითადი მახასიათებელი არა ბევრი ვიტრინა და მაღაზია, არამედ ეკლექტიკური ინტერიერია. ეს არის ონლაინ მაღაზიისთვის შექმნილი ფიზიკური სივრცე, სადაც სტუმრები სოციალიზაციისა და განტვირთვის მიზნით იკრიბებიან.
“Conemoting Market” Yebin Design-ის პროექტია. ცენტრის პირველ სართულზე განლაგებული კაფე-ბარი კალეიდოსკოპში მოგზაურობის განცდას ტოვებს. ამ სართულზე მხოლოდ ორი ფერის – ყვითელი და წითელი შუშის პანელებია გამოყენებული, რომლებიც საინტერესოდ ირეკლავენ შუქ-ჩრდილებს, განსატვირთად მისულ სტუმრებს და ყველანაირ მოძრაობას.
შენობის სარდაფი სურეალისტური ინტერიერით გამოირჩევა, სადაც ბეტონი და თეთრი ფერი ჭარბობს, ხოლო აქცენტს უზარმაზარი თეთრი სფეროები, ჯაზის ოქროსფერი ინსტრუმენტები და წითელი ხალიჩები წარმოადგენს. ამ სართულზეა წარმოდგენილი ტანსაცმლის მაღაზიები, სადაც გამორჩეული დიზაინის კოლექციები იყიდება.
ფოტო: Xiaoyun