ჰამბურგში, კერძოდ ზაანდამში, მდებარე მონუმენტური ინდუსტრიული სივრცე Studio Modijefsky-ს მიერ ხელოვანი წყვილის სახლად და სტუდიად გადაკეთდა. აღნიშნულმა სტუდიამ და სახლის მეპატრონის ატელიემ – Studio Molen-მა ბრინჯაოს დეტალებისა და განათების დიზაინის რეალიზაციისთვის ძალები გააერთიანეს; ამ თანამშრომლობის შედეგად კი სივრცულ დიზაინსა და ამ ახლად აღდგენილი სამრეწველო შენობის სკულპტურულ ელემენტებს შორის სრულყოფილი ბალანსი შედგა.
ამ შენობის მოცულობა ორად იყოფა, რაც საშუალებას იძლევა, სივრცეები სხვადასხვა ფუნქციებით დაიტვირთოს: ოფისი და სტუდია პირველ სართულზე, გალერეა და საცხოვრებელი სივრცე კი მეორე სართულზე. ორ სართულს ერთმანეთთან ორი სკულპტურული კიბე აკავშირებს, რომელთაგან ერთი სამზარეულოს გავლით მიდის სახლამდე, მეორეს კი სტუმრები სახელოსნოდან გალერეის სივრცეში აჰყავს.
რაც შეეხება ინტერიერს, ის ძალიან ცოცხალია და მას განისაზღვრავს სამი ძირითადი ელემენტი: თეთრი მოხატული მასალები, მუხის ხე და სპილენძი. გალერეის სივრცე ზედგამოჭრილია დიდი ღონისძიებებისთვის და აქაურობა თითქმის არაა დატვირთული ავეჯით.
სხვადასხვა პრეზენტაციისა და ღონისძიების დროს, ამ გრანდიოზულ გალერეას ემსახურება მთლიანად მასზე მორგებული, არატრადიციული, ღია სამზარეულო, რომელიც სახლის მნიშვნელოვანი ნაწილია.
მეზობელი კედლის მიღმა კი გაცილებით ინტიმური და მიმზიდველი სივრცე, მისაღები ოთახი გელით, რომელიც დატვირთულია ხის ობიექტების სერიით და ვინტაჟური ავეჯით, რაც სივრცეს ღრმა სითბოს შეგრძნებას უქმნის.
ფართო ოთახი და ბუნებრივი სინათლე ხელს უწყობს წყვილს, რაც შეიძლება მეტი მცენარე ჰქონდეთ სახლში, რაც ნამდვილად მომაჯადოვებელ ატმოსფეროს ქმნის.
დიზაინ სტუდია: Studio Modijefsky
ფოტოგრაფი: Maarten Willemstein