ესპანეთის პატარა ქალაქ გიემესში არის ერთი ხის, არც თუ ისე მასშტაბური სახლი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გარემონტდა. ეს პროექტი ითვალისწინებდა სახლის სრულ რენოვაციას და სეზონურ სახლად გადაქცევას. ესაა მარტივი და უპრეტენზიო შენობა, რომელიც შედგება ქვის კედლებისგან, ხის კონსტრუქციისგან და ფილების სახურავისგან.
ამ შემთხვევაში, ვერ ვიტყვით, რომ სახლი კონკრეტულ ოთახებადაა დაყოფილი – ესაა ერთიანი ობიექტი და სივრცე, რომელიც ყველა ფუნქციურ ზონას მოიცავს. ეს სივრცე შედგება სამზარეულოსგან, სასადილო ოთახისგან, ბუხრისგან, მისაღები ოთახისგან, ოფისისგან, წიგნების თაროებისგან.. ღია სართულის გეგმის იდეის გასამყარებლად, შენახვის ფუნქცია ჩაშენებულია სივრცის პერიმეტრში, რომელიც ათავისუფლებს შიდა სივრცეს და ხაზს უსვამს ტრადიციულ, ხის სახურავს.
არსებული არქიტექტურის ფასადებმა მინიმალური ცვლილებები განიცადეს – ღიობები გაფართოვდა აღმოსავლეთით და დასავლეთით საიმისოდ, რომ ბუნების და კანტაბრიის მთების ხედები უკეთესად გამოჩენილიყო. ჩრდილოეთით და სამხრეთით მყოფი ფასადები ცუდ მდგომარეობაში იყო და მთლიანად მოიხსნა. სახლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა მისი კონფიდენციალურობის სისტემა, რომელიც შედგება სამხრეთის ფასადისკენ მდებარე გისოსებით.
შენობებს შორის შექმნილია ღია სივრცე – აქ მდებარეობს აუზი, საიდანაც ბუნების ყველაზე კარგი ხედები მოჩანს. სახლთან მდებარე ახლად აშენებული სივრცე კი შედგება სტუმრების ოთახისგან, შეხვედრების ოთახისგან, საუნისგან და აუზთან მდებარე ვერანდის ზონისგან.
არქიტექტურული სტუდია: Zooco Estudio
ფოტოგრაფი: Imagen Subliminal