in

რანჩოს სტილის სახლი სამხრეთ კალიფორნიაში

Banner M2
Banner M2

მე-20 საუკუნის განმავლობაში, როდესაც შეერთებულ შტატებს არსებობის 100 წელი შეუსრულდა, სამხრეთ კალიფორნიის არქიტექტურის იერსახე მხოლოდ მაშინ იწყებდა ფორმირებას. დიზაინერებს აქ საკმარისი ადგილი ჰქონდათ ექსპერიმენტებისთვის; მათ თავისუფლად ისესხეს სხვადასხვა სტილი ძველი თუ ახალი ტიპის დიზაინებიდან და ამგვარი კომბინაციით შექმნეს კალიფორნიის არქიტექტურა.

სახლი, რომელზეც უნდა გიამბოთ, ამ სტილის ერთ-ერთი ასეთი ნიმუშია. ესაა 11-ოთახიანი, 1952 წლის რანჩოს სტილის სახლი ლოს-ანჯელესიდან ჩრდილოეთით საათნახევრის სავალზე, წყნარი ოკეანის ულამაზესი ხედებით.

სახლში გაბატონებული რბილი ავეჯი გვხვდება მისაღებ ოთახშიც, რომლის დიდი ფანჯრებიდანაც საოცარი ხედები იშლება. იგი თეთრ ფერშია გადაწყვეტილი და ამ სისადავეს ორიგინალურად ავსებს მუქი ყავისფერი ავეჯი. აქ ვნახავთ თაროებსაც, ბუხარსაც, რაც საკმაოდ რომანტიკულ განწყობას ქმნის საბოლოო ჯამში.

სასაუზმე სივრცე ერთგვარად ქვიდანაა გამოკვეთილი – ესაა პატარა კუთხე დილის სასიამოვნოდ დასაწყებად.

სასადილო სივრცეში კი უფრო მეტი ფერი და ტექსტურა გვხვდება. ინტერიერში საკმაოდ საინტერესოდ შემოდის წითლისა და ცისფრის ნაზავი. დამატებითი ფერი შემოაქვს ასევე ხალიჩასაც. მრგვალი ფორმის მაგიდა სივრცეს სიმყუდროვეს ანიჭებს და მის განსაკუთრებულობას ხაზს უსვამს მის ზემოთ მდებარე ჭაღიც.

სამზარეულო მწვანე ფერშია გადაწყვეტილი, რასაც ძალიან ჰარმონიულად ერწყმის ხის კუნძული. ბარის სკამები და განათების ტიპი აქაურობას ნამდვილად სძენს ქალაქგარე, რანჩოს ტიპის სახლის იერს.

ეს ბავშვების ოთახია, რომელსაც არამხოლოდ ხის კედლები, არამედ ჩაშენებული თაროები და მხიარული ხალიჩა გამოარჩევს. როგორც ხედავთ, სპეციალურად ბავშვებისთვის ფანჯრებთან, თაროების გვერდით შეჭრილია მცირე სივრცე.

სრულიად თეთრი ფერის, ნამდვილად რანჩოს ტიპის სახლის ერთ-ერთ ოთახში მოწყობილია საძინებელი საკმაოდ თანამედროვე ავეჯით. დიდი ზომის ხალიჩა, რბილი საძინებელი და მასთანვე მდებარე ფუმფულა დივანი დიდ სიმყუდროვეს ქმნის ოთახში. მიუხედავად მასიური ობიექტებისა, ოთახი მაინც არ არის გადატვირთული, რაც, ლოგიკურად თეთრი ფერის დამსახურებაა – ის ანეიტრალებს ყველაფერს აქ.

ფოტოგრაფი: Stephen Kent Johnson

Gae Aulenti – “ნეო თავისუფლების” მიმდევარი არქიტექტორი

7 რჩევა მათთვის, ვინც აბაზანაში რემონტს აპირებს