in

ერთოთახიანი მაგიური სახლი ლოს-ანჯელესში – ByBen & Skeens-ის ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

პატარა, სადა, სიმწვანეში ჩაფლული, მაგიური სახლი, რომელზეც ყველას გვიოცნებია – ასეთია ლოს-ანჯელესში მდებარე 2021 წელს აშენებული Stiff Peaks-ი.

ალბათ, გაინტერესებთ როგორ დაიწყო ამ შენობის ისტორია… ერთმა კინორეჟისორმა და პოეტმა შეიძინა ტერასულ ბორცვზე მიწა ელიზიანის პარკში, ლოს-ანჯელესში. პროფესიიდან გამომდინარე, მას სურდა ისეთი სივრცე შექმნილიყო აქ, რომელიც მუდმივად შთაგონების წყარო იქნებოდა მისთვის.

არქიტექტურულმა კომპანია ByBen & Skeens-მა კი საამისოდ ძალები არ დაიშურა და შექმნა მრავალფუნქციური ინტერიერი და ექსტერიერი. ეს სახლი იმდენადვეა პირადი სივრცე, როგორც აბსოლუტურად სხვა, მაგიური სამყარო. შენობა რეალურად არის ერთი დიდი ოთახი, რომელიც მინიმალურადაა დაყოფილი ფუნქციურ ზონებად.

სახლის ინტერიერი ძალიან სადა და ნათელია, ისეთივე, როგორც – ექსტერიერი. ვხვდებით მხიარულ ფერებს, კომფორტულ ავეჯსა და სწორად შერჩეულ, ორიგინალურ დეკორს კედლებზე. ოთახი, ფაქტობრივად, აერთიანებს მისაღებ ზონასა და სამუშაო სივრცეს/ოფისს.

რბილად “მოხვეული” კედლები და დაფარული კუთხეები ქმნიან ლაკონურ ინტერიერს კლასიკური ჰოლივუდის დეკორით. თაღოვანი ფანჯრები და კარები თავს არიდებს სახლის ხედებს, რათა ყურადღება გამახვილდეს მიმდებარე ხეებსა და ცაზე, რაც ქმნის ბუნებაში ყოფნის განწყობას.

გორაკის ყველაზე დაბალ დონეზე ByBen & Skeens– მა განათავსა ღია ხის ტერასა, რომელიც იდეალური ადგილია დილით ყავის დასალევად და თუნდაც მედიტირებისთვის. აქედან უკვე მიხვეულ-მოხვეული კიბეებით ავდივართ ღია სივრცეში, რომელიც შენობის ფრანგული კარის შესასვლელთან მიდის. ხოლო ზედა დონეზე კიბეები უერთდება ტერასას, რომელიც გარშემორტყმულია გვირგვინის მსგავსი თაღებით.

არქიტექტურული სტუდია: ByBen & Skeens

ფოტოგრაფები: Taiyo Watanabe, Olivia Hemaratanatorn

განათების ორგანიზების წესები შემოსასვლელში

კერძო სახლი დიდ დიღომში – ეკა გოგალაძის კოლაბორაცია სტუდია “მედუზასთან”