გარკვეული პერიოდის წინ ენდი დაუნმა და მისმა მეუღლემ, მანუელა ზონინსეინმა შეიძინეს სამ ოთახიანი ბინა ნიუ-იორკში, ისტორიულ გრეიტ ჯონსის ქუჩაზე. დიდი და მრავალეროვანი სანათესაო-სანაცნობოს გამო, მათ სურდათ, სახლს სტუმართმოყვარე განწყობა ჰქონოდა. გარდა ამისა, უნდოდათ, რომ ეს სახლი ბრაზილიური მოდერნიზმით ყოფილიყო გაჯერებული. სწორედ ამიტომ, ისინი სანდო მეგობარს – ბეკი შის დაუკავშირდნენ, რომელსაც მანამდე სოფლის სახლის დიზაინი ანდეს.
ბინაში მარტივი და ორგანული ელემენტები ხშირად ჩნდება მინის, ხის და ქვის მიდამოებში – ეს ყველაფერი ტრადიციული ბრაზილიური დიზაინის ნიშანდობლივი მასალაა. ამას გარდა, ავეჯის 90% ბრაზილიელი მწარმოებლების საკუთრებაა.
მიუხედავად იმისა, რომ შის მთლიანად განზრახული ჰქონდა სახლის ბრაზილიური მოდერნისტული სტილით გაფორმება, მან შეცვალა თავისი ხედვა ერთი კონკრეტული ოთახისთვის, რომელსაც დღეს ის ხუმრობით აღწერს როგორც “გიჟურ მოგზაურობას”. ამ კუთხისთვის დიზაინის შთაგონება გადაადგილდა ბრაზილიიდან აშშ – სკენ. ”ძალიან მინდოდა, გაჩენილიყო ისეთ ბიბლიოთეკაში ყოფნის განცდა, როგორიცაა NoMad New York.”
გარდა ამისა, სახლში მრავლად ვხვდებით სხვადასხვა გამოსახულებით გაფორმებულ კედლებს – აქაც აშკარად იგრძნობა ბრაზილიური შთაგონება.