ალვის კორომი, ხშირი ტყე და საოცარი ხედები – სწორედ ასეთ გარემოშია ჩაფლული Quinze Architecture-ის მიერ შექმნილი სახლი საფრანგეთში. აქ გამოყენებული მასალების დიდი ნაწილი ბიო წყაროებია (ხის ბამბა, ცელულოზის ბამბა და სხვა). სახლი აკმაყოფილებს პასიური სახლის (Passive House) სტანდარტებს და მუშაობს მხოლოდ გათბობის დანამატით (პატარა იატაკის გათბობა მთავარ საცხოვრებელ ზონაში ზამთრისთვის). ხოლო სახურავი კი წინააღმდეგობას უწევს მზის სხივებს და ხელს უშლის გადახურებას.
სახლი ორსართულიანია და ის სრულად ხის კონსტრუქციას წარმოადგენს. მისი კედლები კი ერთგვარი თერმორეგულატორის როლს თამაშობს. აქედან გამომდინარე, არქიტექტურულმა სტუდიამ გადაწყვიტა, რომ სახლში ავეჯიც უმეტესწილად ხის ყოფილიყო.
პირველი სართული მოიცავს მისაღებ ოთახს, სამზარეულოს და სასადილო სივრცეს. პირველივე სართულზეა განთავსებული ავტოფარეხიც. ხოლო, რაც შეეხება მეორე სართულს, აქ საძინებლები და სველი წეტილებია განთავსებული.
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სახლს მხოლოდ ერთი მხრიდან აქვს ფანჯრები – წინა ფასადი სრულად შუშისაა და სწორედ აქედან მოჩანს საფრანგეთის მთების ულამაზესი ხედები.
სახლს ასევე აქვს გადახურული ტერასა, სადაც განთავსებულია ხის სკამები და მაგიდა.
არქიტექტურული სტუდია: Quinze Architecture
ფოტოგრაფი: MFL PHOTO / Matthieu Fiol
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”