in

წარსულის მოტივებით შექმნილი სახლი შეერთებულ შტატებში

Alliance Group
Alliance Group

ახალგაზრდა ოჯახის ეს სახლი მდებარეობს ამაგანსეტში, ადრეულ ინგლისურ და ჰოლანდიურ დასახლებაში ლონგ აილენდის აღმოსავლეთ ნაწილში – პასტორალური ადგილი, მდელოსა და ტყის საზღვარზე, პირველად აქ ადგილობრივი ამერიკელები დადიოდნენ სანადიროდ. მოგვიანებით კი, 1680 წელს, აქ პირველი სახლი აშენდა.

აქ მდელო დაყოფილი იყო ნაკვეთებად ქვის დაბალი კედლებით. მიწის, პირუტყვისა და ადამიანის ჩარევის ეს სინერგია ასტაბილურებდა ლანდშაფტს თაობების განმავლობაში. თუმცა, ბოლო დროს, მიწათმოქმედება შემცირდა, რადგან მიწის ღირებულება გაიზარდა. ამრიგად, იგი ნელ-ნელა გადადის ტყეში და მისი კავშირი მისი ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილთან ქრება.

პროექტის მიზანი იყო ამ ადგილის აგრარული ისტორიის გამჟღავნება არქიტექტურასა და ლანდშაფტის დიზაინში, ძირითადად, სივრცის ზონებად დაყოფით, როგორც ორიგინალური საძოვრების ნაკვეთები. აქ თითოეულ ზონაში ნარგავების მასშტაბები და სიმჭიდროვე შემუშავებულია თანამედროვე საჭიროებიდან გამომდინარე: მაღალი ბალახები და ბუჩქები უზრუნველყოფენ ვიზუალურ და აკუსტიკურ ბუფერს გზიდან. საშუალო სიმაღლის ბალახები იცავს სახლს მისადგომიდან, ხოლო დაბალი ბალახი და მიწის საფარი ხსნის ხედებს.

სახლი დაყოფილია რამდენიმე ზონად: საჯარო, პირადი და სტუმრების სივრცეებად. აქ გამოყენებულია ბუნებრივი მასალები, მათ შორის მუხა, თიხის ფილები და თაბაშირი, რაც აძლიერებს კავშირს ლანდშაფტთან, ქმნის სითბოსა და კომფორტის განწყობას. საერთო სივრცეები განლაგებულია დიდი ზომის ბუხრების გარშემო, რათა ოჯახური შეკრება კიდევ უფრო მყუდრო იყოს. თავისი ჰოლისტიკური მიდგომით, როგორც არქიტექტურის, ისე ლანდშაფტის მიმართ, დიზაინი აქცევს ადგილის ისტორიას უნიკალურ არქიტექტურულ ლექსიკაში. ამ პროცესში ის ინარჩუნებს პასტორალურ ხასიათს, ქმნის წარსულის ჩანაწერს და ამდიდრებს ოჯახის სახლს უფრო ღრმა მნიშვნელობით.

არქიტექტურული სტუდია: Bates Masl + Architects

ინდუსტრიული ელემენტების მქონე სახლი დიუსელდორფში

ღუმელი თანამედროვე ინტერიერში – რამდენიმე საინტერესო ვარიანტი შთაგონებისთვის