“ჩვენ თავს ვადარებთ მე -19 საუკუნის გილდიას”, – ამბობს კეტრინ ნიუმენი ტორონტოში დაფუძნებული ფირმიდან, რომელიც მან დააარსა არქიტექტორ პიტერ სებულაკთან ერთად 1991 წელს. კეტრინ ნიუმენის დიზაინი არაერთ დარგშია სპეციალიზირებული, ის მოიცავს მრავალ დისციპლინას, არქიტექტურადან ინტერიერის დიზაინამდე, ასევე მშენებლობის მენეჯმენტსა და გამწვანებასაც კი. ეს უნიკალური გამტარობა საშუალებას აძლევს ორგანიზაციას, განახორციელოს მრავალფეროვანი პროექტი, ფართომასშტაბიანიდან უფრო ინტიმურ რეზიდენციებამდე.
სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა საერთაშორისო ფინანსისტმა როზენდელში, ტორონტოს ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ უბანში სახლის შესყიდვის შემდეგ სწორედ ამ ფირმას მიმართა. იმის გამო, რომ ის და მისი ოჯახი საცხოვრებლად ლონდონში გადადიოდნენ, მათ სჭირდებოდათ პროფესიონალი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ენდობოდნენ.
მიზანი? ესთეტიკით აღსავსე: “ჩვენ გვინდოდა ომამდელი ელეგანტურობის და ომისშემდგომი თანამედროვეობის დაფიქსირება”, – ამბობს ნიუმენი. მისმა ფირმამ მოიძია შუა საუკუნეების ფრანგი, დანიელი და იტალიელი დიზაინერების ავეჯი. შედეგად, მიღებული კოლექცია დამზადებულია ხელოსნების მიერ მთელი მსოფლიოდან.
”მთავარი სართული უნიკალურია იმით, რომ მასში არ არსებობს დერეფნები და კორიდორები”, – განმარტავს ნიუმენი. აქ ავეჯი და განათება საგულდაგულოდ ისეა განთავსებული, რომ თავისთავად იქმნება დერეფნისებრი სივრცე – ანუ, ავეჯი აგრძელებს ოთახს.
ესაა ოთახი, რომელიც ძირითადად სკულპტურული ნივთებითაა სავსე. ხის კედლებთან ერთგვარად კონტრასტს ქმნის ფერადი, თანამედროვე ავეჯი. მისი ამგვარი კონფიგურაცია შესაძლებელს ხდის, ოთახს სხვადასხვა ფუნქცია მიენიჭოს: აქ შესაძლებელია როგორც წვეულების გამართვა, ისე სერიოზული შეხვედრების მოწყობა.
ნიუმენმა სასადილო ოთახის კედლები “მტვრიან ვარდისფრად” შეღება: “ეს ფერი პოპულარული იყო მე -19 საუკუნის ბოლოს.” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია კედლის კარადები, რომლებიც ერთდროულად ისტორიულიცაა და თანამედროვეც.
საოჯახო ოთახი “არის ძალიან ნათელი სივრცე, სადაც ფანჯრები სამი მხრიდან იძლევა ბუნებრივ შუქს”, – ამბობს ნიუმენი. საინტერესოა, რომ სივრცეში არ არის ტელევიზორი.
საძინებელი ოთახი ღია ცისფერშია გადაწყვეტილი და იგი ძველებური, მეოცე საუკუნის ბრიტანული სტილის საძინებლებს მოგვაგონებს.
ინტერიერის დიზაინი: კეტრინ ნიუმენი
ფოტოგრაფი: Virginia Macdonald