in

სინაზითა და სიმარტივით სავსე სახლი უდაბნოში

Desert Milk Adobe
Banner M2
Banner M2

მარტივი, თბილი, ძალიან ნაზი და მხოლოდ საჭირო საგნებით სავსე სახლი – ასეთია დიზაინერ სარა სოლისის მიერ შექმნილი რეზიდენცია უდაბნოში. სახლი სწორედ გარემოს ფერებშია გადაწყვეტილი, აქ თითქმის ვერ შეხვდებით ერთ დეტალსაც კი, რომელიც კონტექსტიდანაა ამოვარდნილი.

სივრცე სავსეა უკვე გამოყენებული, ძველი ხის ნივთებით, მცენარეებით, შიშველი კედლებით, კრემისფერ-ყავისფერი ავეჯით, ბუნებრივი ტექსტურებით, ქვითა და თაბაშირით. სახლს უდაბნოსთვის შესაფერისი ქვის იატაკი აქვს, რომელიც ერთგვარ გრილ განწყობას ქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სახლის სივრცე თითქოს შიშველია, როგორც ჩანს, დიზაინერს კომფორტზეც საკმაოდ აქვს აქცენტი გამახვილებული და აქ საკმაოდ რბილი ავეჯი გვხვდება. დიზაინერის ერთ-ერთი ასევე ძალიან საინტერესო ხრიკი იყო კედელში თაროების გამოჭრა, რაც კიდევ უფრო პირველყოფილ იერს ანიჭებს სახლს.

სახლში ბევრგან ვხვდებით მინიმალისტურ განათებებს, რაც სრულიად შეესაბამება სივრცის ხასიათს – იყოს ძალიან პრიმიტიული, ზედმეტი გადატვირთვის გარეშე. საბოლოო ჯამში, რომ შევაფასოთ, ესაა სახლი, სადაც თანამედროვე ელემენტები იდეალურადაა შერწყმული უდაბნოსთვის დამახასიათებელ, პრიმიტიულ და “შიშველ” სტილთან.

Kazuo Sejima-ს გეომეტრიული არქიტექტურა

როგორ შევქმნათ საწოლის თავის იმიტაცია – რამდენიმე ორიგინალური ვარიანტი