in

სახლის გაფორმების რამდენიმე ხერხი, რომელიც სივრცის ტრანსფორმაციას მოგანდომებთ

თუკი სახლში დიზაინის განახლება გჭირდებათ, მაგრამ, ამავდროულად, შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ და კიდევ უფრო ნაკლები დრო, თქვენ სწორ ადგილას ხართ. გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ სახლის გაფორმების რამდენიმე იდეა, რომელიც ამ პროცესის დაწყებაში დაგეხმარებათ. ამ რჩევების შესრულება ძალიან ცოტა დროს მოითხოვს და, რაც მთავარია, სრულად გარდაქმნის სივრცის ხასიათს. აი, ისინიც:

მოაწვყეთ მყუდრო საკითხავი კუთხე

რა ანიჭებს სახლს სიმყუდროვეს, თუ არა პატარა საკითხავი კუთხე! მისი მოწყობა არც თუ ისე რთულია. რაც მთავარია, საჭიროა, თქვენი წიგნები ერთ ადგილას მოათავსოთ, იპოვოთ სახლში ძველი სკამი/დივანი ან ნებისმიერი დასაჯდომი საშუალება და დაიდგათ პატარა მაგიდა. ეს კუთხე სრულიად შეცვლის სახლის განწყობას.

არ შეგეშინდეთ შავი ფერის

შავი საღებავი სივრცეს იმდენად განსაკუთრებულს და ინტიმურს ხდის, რომ ამას უფრო ღია ელფერით ვერასდროს მიაღწევთ. ეკლექტიკური ავეჯი კი მშვენივრად ერწყმის სიბნელეს, რაც უფრო ცოცხალ და შინაურ განწყობას მატებს ოთახს.

გააფორმეთ ფანჯრები

ფანჯრების გაფორმებას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ფერადი ფარდები თუ გასაფორმებლები საკმაოდ ცვლის ფანჯრის შინაარსსა და დატვირთვას. ხანდახან კი უბრალო, ხის მოწნული ჩამოსაფარებლებიც კი მყუდრო განწყობას იწვევს სივრცეში.

სასაუზმე მაგიდის გადანაცვლება

აუცილებლად დადგით სასაუზმე მაგიდა ფანჯარასთან ახლოს, რათა ეს პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს. სურათზე ნაჩვენები მაგიდა კი ნათლად ამტკიცებს იმას, რომ საუზმისთვის სრულიადაც არ გვჭირდება ჩაშენებული მაგიდა და სკამები, მით უფრო, რომ მისი გადაადგილების საშუალება გვაქვს.

ითამაშეთ ბალიშის ფერებით

საძინებლის ან მისაღები ოთახების გაფორმება მარტივად შეგიძლიათ ფერადი, საინტერესო პატერნის მქონე ბალიშებით. ხშირად ბალიშები სივრცეს სულ სხვანაირ განწყობას ანიჭებენ.

დაამატეთ საძინებელს ჩამოსაფარებელი

თუ გსურთ თქვენი საძინებელი სასახლის ოთახს დაემსგავსოს, ან უბრალოდ გამორჩეული სივრცე შეიქმნათ, დაამატეთ საწოლს ჩამოსაფარებელი. ამისათვის სრულიადაც არაა საჭირო, გადატვირთოთ სივრცე, როგორც ხედავთ, სადა ვარიანტი უფრო დახვეწილს ხდის ინტერიერს.

ოლ-პი ჯგუფმა საქართველოში ვეტრაცოს პირველი იატაკი მოაწყო

დიზაინერ ბელენ დომეკის რანჩოს ტიპის სახლი ტოლედოში