in

Homeis.ge-ს 5 რჩეული ნივთი ეზოში საზაფხულო განწყობის შესაქმნელად – საყიდლების სქემა

ეზოში საზაფხულო განწყობის შექმნა დაგეხმარებათ, ისეთი სივრცე მოაწყოთ, როგორშიც თავს ყველაზე კომფორტულად და მოსვენებულად იგრძნობთ, განიტვირთებით და საყვარელ ადამიანებთან ყოფნით ისიამოვნებთ. ეს კი, ცხადია, დადებითად აისახება თქვენს განწყობასა და ზოგად კეთილდღეობაზე.

დღეს გირჩევთ 5 საინტერესო ნივთს, რომლებიც თქვენს ეზოში საზაფხულო განწყობას შექმნის და სეზონის სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ.

1. ქოლგა

ზაფხულის ცხელ დღეებში დასვენებისა და განტვირთვისთვის საჩრდილობელი აუცილებლად დაგჭირდებათ. იგი მზისგანაც დაგიცავთ და სიგრილესაც უზრუნველყოფს. დახვეწილი ქოლგის შეძენა „INTERIORISMO“-ს შოურუმში შეგიძლიათ. ბამბუკის მოდელი, რომელიც ხარისხითა და მიმზიდველობით გამოირჩევა, საოცარ მომხიბვლელობას შესძენს ექსტერიერს. პროდუქტი დაგეხმარებათ, საყვარელ ადამიანებთან ერთად ზაფხულის დაუვიწყარი ემოციები შექმნათ და მყუდრო, სასიამოვნო სივრცე მოაწყოთ.

2. ჰამაკი   

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნივთი, რომელიც საზაფხულოდ დაგჭირდებათ, ჰამაკია. რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ გარეთ, მით უფრო მეტად დატკბებით ბუნებით, რაც თქვენს ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება. ეს სტრესს საგრძნობლად შეგიმცირებთ და განწყობასაც აგიმაღლებთ. ჰამაკი ბაღში განსატვირთად და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად საუკეთესო საშუალებაა. მრავალფეროვანი მოდელების შეძენას „JYSK“-ში შეძლებთ.

3. ბამბუკის კალათი-მაცივარი 

ზაფხულის ცხელ დღეებში ეზოში სასადილოდ ან ბუნებაში პიკნიკის მოსაწყობად აუცილებლად დაგჭირდებათ ბამბუკის კალათი-მაცივარი, რომელიც პროდუქტს სიჯანსაღეს შეუნარჩუნებს და გემრიელი კერძების გარეთ მირთმევას გაგიმარტივებთ. საინტერესო მოდელები „Mysa“-ში დაგხვდებათ.

4. სუფრა

ეზოში მაგიდის გასაშლელად და სასიამოვნო საღამოების გასაფორმებლად სუფრა აუცილებლად დაგჭირდებათ. ფერადი, ნაზი ქსოვილი, რომლის შეძენასაც „Zara Home“-ში შეძლებთ, თქვენს ექსტერიერს გაამდიდრებს, მიმზიდველობას შეჰმატებს და საზაფხულო განწყობასაც აგიმაღლებთ.

5. თეფშების კომპლექტი

ჭურჭლის მოყვარულებს აუცილებლად დაგაინტერესებთ „Coincasa“-ში წარმოდგენილი თეფშების კომპლექტი, რომელიც ელეგანტური, დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და ზაფხულის ცხელ დღეებს განსაკუთრებულად უხდება. თუკი ოჯახური შეკრებები და დაუვიწყარი სადილების მოწყობა გიყვართ, ამ პროდუქტს შეძენას გირჩევთ. მისი დახმარებით, საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებულ დროს დაუვიწყარ მომენტებად აქცევთ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

1930-იანი წლების გრანდიოზული საოჯახო სახლი ამსტერდამში

სახასიათო სახლი მინიმალისტურ სტილში – თეა მაქაცარიას ინტერიერი სოლოლაკში