2004 წლიდან თბილისში ქართული შოურუმი ფუნქციონირებს, რომელიც მსოფლიოში აღიარებული, ლეგენდარული ჩეხური ბრენდის, “TON“-ის ოფიციალური წარმომადგენელია. ქართველ მომხმარებელს წლებია უნიკალური შესაძლებლობა აქვს, საქართველოში შეიძინოს დახვეწილი, განსხვავებული და ხარისხიანი დიზაინის მრავალფეროვანი მოდელები, რომლებიც ინტერიერს ბევრად მიმზიდველს ხდის. სულ ცოტა ხნის წინ, “TON”-ის შოურუმმა საინტერესო სიახლე შესთავაზა მომხმარებელს — დღეს უკვე საქართველოშიც შესაძლებელია ჩეხური ბრენდის გარდა, იტალიური წარმოების —”S•CAB“-ის გარე ავეჯისა და ესპანური ბრენდის, “Nanimarquina“-ს ხალიჩების შეძენა.
იტალიური ბრენდის — “S•CAB”-ის ისტორია 1957 წლიდან, ოჯახური ბიზნესით დაიწყო, დღეს კი საერთაშორისოდ აღიარებულ, მაღალი ხარისხის ავეჯისა და აქსესუარების სახელთან არის დაკავშირებული. “S•CAB”-ი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს, რომელიც სრულიად უსაფრთხოა გარემოსა და ჯანმრთელობისთვის. ბრენდის ნაწარმი თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებითა და უახლესი ტექნოლოგიებით იქმნება. ავეჯის მოდელებზე მსოფლიოში აღიარებული დიზაინერები და ხელოსნები მუშაობენ, რომელთანაც ბრენდი წლებია თანამშრომლობს. “S•CAB”-ი 60 წელზე მეტია ხარისხთან, ინოვაციურობასთან და განსხვავებულ დიზაინთან ასოცირდება.
რაც შეეხება მეორე ბრენდს, ესპანური “Nanimarquina”-ს სახელი Nani Marquina-ს უკავშირდება, რომელმაც 1987 წელს ქალაქ ბარსელონაში კლასიკური ხალიჩების თანამედროვე დიზაინის პროდუქციის წარმოება დაიწყო. ბრენდი ორიენტირებულია ფარდაგებისა და სახლის ტექსტილის დამზადებაზე, რომლებიც უნიკალური დიზაინით, ტრადიციისა და თანამედროვეობის საოცარი სინთეზით გამოირჩევა. “Nanimarquina” საერთაშორისოდ აღიარებულ დიზაინერებთან თანამშრომლობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ქმნის. აღსანიშნავია ფარდაგების კოლექცია გარე სივრცეებისთვის, რომელიც გადამუშავებული პლასტმასისგან მზადდება და მდგრადია წყლისა და სხვადასხვა გარემო-პირობების მიმართ.
“ჩვენს შოურუმში, ძირითადად, ინტერიერისათვის განკუთვნილი ავეჯი იყო წარმოდგენილი, ამიტომ გვინდოდა, ექსტერიერის პროდუქციაც დაგვემატებინა. ამასთანავე, “S•CAB”-ისა და “Nanimarquina”-ს პროდუქტი უმაღლესი ხარისხით, ეკოლოგიური სისუფთავითა და განსხვავებული, დახვეწილ დიზაინით გამოირჩევა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქართველ მომხმარებელს “TON”-ის შოურუმში შესაძლებლობა ექნება მსოფლიოში აღიარებული ბრენდების მოდელები შეიძინოს. ხაზგასასმელია ისიც, რომ “TON”-ი საქართველოში “S•CAB”-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა ”, — აღნიშნავს “TON”-ის ქართული შოურუმის დამფუძნებელი, მარიამ მამაცაშვილი.
შეგახსენებთ, რომ “S•CAB”-ის გარე ავეჯის — მაგიდების, სკამების, საქანელები, შეზლონგების და “Nanimarquina”-ს შიდა და გარე სივრცის ფარდაგების შეძენა TON-ის შოურუმში, კეკელიძის 14 ნომერშია შესაძლებელი, ხოლო პროდუქციის დასათვალიერებლად ეწვიეთ ვებ-გვერდს.