„საქკაბელი“ მომხმარებლისთვის ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზებას განაგრძობს. კომპანია ასორტიმენტს მორიგი სიახლით აფართოებს. ამიერიდან „საქკაბელის“ მაღაზიათა ქსელში საერთაშორისოდ აღიარებული ფრანგული ბრენდის, Schneider Electric-ის პრემიუმ ხაზის Merten D-Life-ის ელექტრო ფურნიტურის: როზეტების, ჩამრთველების, დიმერების, ინტერნეტისა და ტელეფონის როზეტების, განათებისა და ტემპერატურის მარეგულირებლების შერჩევას სამ ფერში : თეთრი, ანტრაციდი და ვერცხლისფერში შეძლებთ.
აღსანიშნავია, რომ Merten D-Life-ის პროდუქციაში გამოყენებული მასალები, როგორიცაა თერმოპლასტიკი, მას მაღალი თბური დატვირთვის მიმართ დამატებით მედეგობას სძენს და ელექტროშოკისა თუ მოკლე ჩართვის რისკს საგრძნობლად ამცირებს. პროდუქცია იდეალურად ერწყმის თანამედროვე ინტერიერს. მისი გამოყენება როგორც საცხოვრებელ ბინებსა და სახლებში, ისე სასტუმროებში, რესტორნებში, საოფისე თუ ინდუსტრიული ტიპის ობიექტებშია შესაძლებელი.
Merten D-Life-ის პროდუქცია მწვანე პრემიუმ ეტიკეტს ფლობს, შესაბამისად ის ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს ჰალოგენს, ვერცხლისწყალსა და ტოქსიკურ მძიმე მეტალებს. პროდუქტი ასევე ფლობს RoHS სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს, რომ ის აკმაყოფილებს ევროკავშირის მიერ დადგენილ ნორმებს წარმოებულ პროდუქციაში ჯანმრთელობისა და გარემოსთვის მავნე ელემენტების შემცველობის თვალსაზრისით.
„მოხარული ვართ, კიდევ მეტად გავაღრმაოთ თანამშრომლობა ჩვენს სანდო პარტნიორთან, Schneider Electric-თან და პორტფელი მათი პრემიუმ ხაზის Merten D-Life-ის პროდუქციით გავამდიდროთ. ჩვენ ყურადღებით ვეცნობით მსოფლიო ტენდენციებს და ვცდილობთ, მომხმარებელს ყოველთვის აქტუალური და ფუნქციური პროდუქტი შევთავაზოთ. ელექტრო საქონლის შეთავაზებისას კი მთავარ კრიტერიუმს – ხარისხს მკაცრად ვიცავთ. Merten D-Life-ის ხაზის დამატების გადაწყვეტილება სწორედ მომხმარებლის მხრიდან პრემიუმ ხაზის პროდუქციაზე გაზრდილ მოთხოვნას ეფუძნება. აღნიშნული ელექტრო ფურნიტურის შეთავაზებით, ჩვენ მომხმარებელს არა მხოლოდ უსაფრთხო, უმაღლესი ხარისხისა და ფუნქციონალის მქონე პროდუქციით, არამედ ელეგანტური და თანამედროვე გადაწყვეტებით უზრუნველვყოფთ, რომელიც ჰარმონიაშია დახვეწილ დიზაინთან. ფორმის, ფერისა და მასალის სინერგიის მატარებელი Merten D-Life-ის პროდუქცია მატი, ხავერდოვანი ფაქტურის ზედაპირით მას უნიკალურსა და განსაკუთრებულს ხდის. ამიერიდან, ჩვენი მომხმარებელი შეძლებს თავად გამოცადოს აღნიშნული პროდუქტის პრემიუმ ხარისხისა და დიზაინის უპირატესობები“ – აცხადებენ „საქკაბელში”.
Merten D-Life-ის პრემიუმ ხაზის პროდუქცია არაერთ ქვეყანაში წარმატებით გამოიყნება. საქართველოში კი, მის შერჩევას „საქკაბელის“ ქსელში შეძლებთ.
ინფორმაციისთვის: Merten-ი გერმანული ბრენდია, რომელიც 1906 წლიდან, საერთაშორისოდ ცნობილია მისი დახვეწილი დიზაინითა და ინოვაციური გადაწყვეტებით. 2006 წელს Merten-ი Schneider Electric-ის ჯგუფს შეუერთდა, რითაც გააძლიერა ჯგუფის პოზიცია გლობალურ ბაზარზე. Merten-ის პროდუქტების შემუშავებასა და განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ისეთი ფაქტორები ასრულებს, როგორიცაა: ინოვაცია, ხარისხი და დიზაინი. Merten-ის პროდუქცია აქტიურად გამოიყენება ჭკვიანი სახლების მოსაწყობად.
„საქკაბელი“ ქართულ ბაზარზე 1958 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს 2013 წლიდან, „საქკაბელი” Schneider Electric-ის ოფიციალური წარმომადგენელია და საკუთარ პორტფელში მრავალფეროვან, მაღალი ხარისხის ელექტო ფურნიტურასა და ავტომატურ ამომრთველებს აერთიანებს.
[R]