სენსორული ონკანი წყლის ნაკადის უკონტაქტო მიწოდება-შეწყვეტას უზრუნველყოფს. სტანდარტული მოდელისგან მას შემდეგი ნიშნები განასხვავებს: სარქვლების არარსებობა, აქტიური უპრობლემო მუშაობა და მუდმივი ტემპერატურული რეჟიმი.
არასაჭირო დეტალების არარსებობა საშუალებას გაძლევთ, სენსორული ონკანი ჩვეულებრივი მოდელებისგან გარეგნულად განასხვაოთ. სხვა მხრივ კი ამ მოწყობილობის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მდგომარეობს ჩაშენებულ ფოტოელემენტში, ინფრაწითელ სენსორში.
სენსორული ონკანის მოწყობილობა
ნებისმიერი ტექნოლოგიური ნივთის მსგავსად, ამ მოდელსაც სჭირდება ელექტროენერგია, რომელსაც ბატარეები უზრუნველყოფს. საზოგადოებრივი სივრცეების შემთხვევაში ბატარეის მუხტი საკმარისია 2 წლის ვადისთვის, აქტიური მუშაობის შემთხვევაში (თვეში 5 ათასამდე ავტომატური ჩართვა). სახლში ბატარეა გაცილებით მეტხანს ძლებს, ასე რომ მის შეცვლაზე ფიქრი დიდხანს არ მოგიწევთ.
სენსორული ონკანის კომპლექტში შედის:
- ელექტრონული ბლოკი;
- ბატარეები;
- მილი;
- სარქველი;
- ტემპერატურის სარეგულირებელი ღილაკები;
- დამაკავშირებელი შლანგი;
- ფილტრი.
ტიპები
- მოწყობილობების დანიშნულებიდან გამომდინარე, ის შეიძლება განკუთვნილი იყოს სამზარეულოსთვის, პისუარისთვის ან უნიტაზისთვის.
- გარეგნობის მიხედვით — მოდელები ღილაკიანი სენსორებით, დისპლეით, უკონტაქტო ან ჩაშენებული სანათით.
- ონკანის მილის სიგრძის მიხედვით — 35 სმ-ზე გრძელი, საშუალო, მოკლე, მბრუნავი მექანიზმით ან ფიქსირებული.
- მოქმედების პრინციპის მიხედვით — ერთბერკეტიანი ან ელექტრონული.
სენსორული ონკანების უპირატესობები და ნაკლოვანებები
უპირატესობები:
- პრაქტიკულობა. სენსორული შემრევი შეუცვლელია საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობისას. ასეთი მოდელებით აღჭურვილია ღამის კლუბები, კაფეები და რესტორნები, ჯანმრთელობისა და გასართობი ცენტრები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები. ამ მოწყობილობებისადმი გაზრდილი ინტერესი სავსებით გამართლებულია. აქტიური გამოყენებიდან გამომდინარემ სტანდარტული მოდელები საჭიროებს შეკეთებას, ნაწილების შეცვლას. სენსორულ ონკანებზე გადასვლისას კი გაქრა სარქვლების განმეორებითი ტრიალის საჭიროება, სასურველი ტემპერატურის რეჟიმის დაყენება, ამასთან აღმოიფხვრა გაუმართავი ონკანიდან გაჟონვის შემთხვევაში წყლის არაგონივრული ხარჯვა.
- ჰიგიენა. სარქვლებსა და ბერკეტებზე შეხების აუცილებლობა ხელებს მიკრობებითა და ბაქტერიებით აბინძურებს. სენსორულ მოდელებში ეს პრობლემაც აღმოფხვრილია, თქვენ მათთან შეხება არ გიწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექციის ან უცხო მიკრობების გადაცემის რისკი მინიმალურია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა დაწესებულებებში.
- წყლის რაციონალური გამოყენება. არ გჭირდებათ იმის მონიტორინგი, თუ რამდენად მჭიდროდ არის მოჭერილი სარქველი, აქვს თუ არა წყლის გაჟონვას ადგილი. შედეგად, წყლის მოხმარების დაზოგვა მნიშვნელოვნად შეამცირებს სხვადასხვა ობიექტისა თუ საოჯახო ხარჯებს.
- უსაფრთხოება სახლში. მთელი დღით გასვლისას ბინის მეპატრონეს არ მოუწევს იმაზე ფიქრი, ონკანი დაკეტილია თუ — არა. გაუმართავი ონკანის გამო მეზობლების დატბორვის საფრთხე არ არსებობს.
- მოსახერხებელი ექსპლუატაცია. წყლის ტემპერატურის დაყენება ხდება ერთხელ. სასურველი ტემპერატურის მისაღებად ცხელი და ცივი წყლის მიწოდების წნევის დამატებით რეგულირება საჭირო არ არის. მოწყობილობა ტემპერატურას ავტომატურად დაარეგულირებს.
- ესთეტიკურობა. სენსორული ონკანის დიზაინი არის ელეგანტური და მარტივი, რაც საშუალებას გაძლევთ, ის სხვადასხვა სტილის ინტერიერში გამოიყენოთ.
ნაკლოვანებები:
- მიუხედავად გარეგანი სილამაზისა და პრაქტიკულობისა, ეს მოდელი არ არის შესაფერისი სამზარეულოს ნიჟარებისთვის. სენსორული მოდელის დამონტაჟება გულისხმობს წყლის მიწოდებას შედარებით მუდმივ ტემპერატურულ რეჟიმში. სამზარეულოში კი წყლის ტემპერატურის შეცვლა ხშირად დაგჭირდებათ გამომდინარე იქიდან, თუ რას რეცხავთ.
- დიასახლისებმა ასევე უნდა დაარეგულირონ წნევის მიწოდების ძალა. ასეთ შემთხვევაში სტანდარტული მოდელები გაცილებით მოსახერხებელია, რადგან წნევის რეგულირება ხელის ერთი მოძრაობით არის შესაძლებელი.
- ზოგჯერ საჭიროა ნიჟარის წყლის ავსება. სენსორული მოდელის შემთხვევაში ამ მიზნის მისაღწევად მოგიწევთ ხელებით მუდმივი მოძრაობების შესრულება, რათა წყალმა დინება განაგრძოს, რაც, რა თქმა უნდა, საკმაოდ არაკომფორტულია. ამავე მიზეზით, გაგიჭირდებათ აბაზანის წყლით ავსება. მოგიწევთ სენსორის გამორთვა და შემდეგ ისევ ჩართვა.
რუბრიკის წარმდგენია მაქსთერმი