in

სექციური რადიატორი — 3 აუცილებლად გასათვალისწინებელი დეტალი

IPS
IPS

დღეს სექციური რადიატორის მონტაჟის სპეციფიკისა და აუცილებლად გასათვალისწინებელი დეტალების შესახებ ვისაუბრებთ. ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ იმაში, რომ თავი აარიდოთ გართულებებსა და ზედმეტ დანახარჯებს და თქვენი სახლი უფრო კომფორტულად მოაწყოთ.

1. ადგილი

დამონტაჟებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ რადიატორი უნდა განთავსდეს იმ ადგილას, სადაც სითბოს დანაკარგი მეტია და ოთახში სიცივე შემოედინება. როგორც წესი, ეს არის ფანჯრები ან ცენტრალური შემოსასვლელი კარი. ამიტომ, რადიატორების მათთან ახლოს დამონტაჟება შემოსულ სიცივეს გაანეიტრალებს და ოთახში სითბოს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

2. სექციების რაოდენობა

როგორ წესი, სტანდარტული რადიატორი 60სმ-ის სიმაღლისაა. გაითვალისწინეთ, რომ 1 სექციას 1.5მ2-ის გათბობის შესაძლებლობა გააჩნია. მაგალითად, თუ თქვენი მისაღები ოთახის ფართობი 30მ2-ია, 20 სექცია (30 x 1.5) დაგჭირდებათ. მნიშვნელოვანია, რომ სექციების რაოდენობა წინასწარ დაადგინოთ, რადგან ეს განსაზღვრავს რადიატორის სიგრძეს. სწორედ ამის შემდეგ უნდა გაიყვანოს მემონტაჟემ მილები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფრის შეცვლა და ზედმეტი ხარჯების გაღება მოგიწევთ.

3. სიმაღლე

მნიშვნელოვანია ის, თუ რა სიმაღლეზე განათავსებთ რადიატორს. ის იატაკთან ზედმეტად ახლოს არ უნდა იყოს, რათა პლინთუსის დამონტაჟება შეძლოთ და შემდგომში ოთახის დასუფთავებაც არ გართულდეს. გაითვალისწინეთ, რომ რადიატორს ორი მილი აქვს — შემსვლელი და გამომსვლელი. ეს უკანასკნელი მოპირკეთებული იატაკიდან არანაკლებ 17-20 სანტიმეტრით უნდა იყოს დაშორებული. ეს მანძილი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ზემოთ ნახსენები პრობლემების თავიდან აცილება შეძლოთ.

მრავალფეროვანი კულტურითა და ადამიანების სიყვარულით შთაგონებული ინტერიერის დიზაინი – ინტერვიუ თეიკო თოფურიასთან

როგორ დავზოგოთ სივრცე პატარა სააბაზანოში?