in

NCAVED – Mold Architects-ის დაპროექტებული საზაფხულო სახლი სერიფოსის კუნძულზე

Alliance Group
Alliance Group

საბერძნეთში მდებარე სერიფოსის კუნძული უნიკალური ნიადაგით, თვალწარმტაცი პეიზაჟებთა და მთიანი ლანდშაფტით გამოირჩევა. ბუნებრივია, აქ სახლის დაპროექტების მსურველები აუცილებლად უნდა მოერგონ გარემო პირობებს და შენობა ბუნებასთან „თანამშრომლობის“ საფუძველზე ააგონ.

სწორედ ასე მოიქცნენ ბერძნული არქიტექტურული სტუდია Mold Architects-ის არქიტექტორები, თუმცა NCAVED-ად წოდებული პროექტის უნიკალურობისთვის საკმაოდ უცნაური, სარისკო გადაწყვეტა მოძებნეს – სერიფოსზე აგებული ეს საზაფხულო სახლი კლდეშია „გამოკვეთილი“ და ჩაფლული.

Photography by Panagiotis Voumvakis.

ამ გზით სახლი აბსოლუტურად დაცულია ჩრდილოეთიდან მომავალი ქარისგან, რომელიც ასეთი ნაცნობია სერიფოსისთვის. ამავე დროს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას ბუნებრივ ლანდშაფტში არ შეაქვს ქაოსი და თანამედროვე არქიტექტურის დამახასიათებელ შტრიხებს ვულგარულად არ წარმოაჩენს.

სახლი სამსართულიანია – ქვედა სართულზე სტუმრების საძინებელ, მისაღებ ოთახებს შევხვდებით, მეორე სართულზე საერთო თავშეყრის ადგილებს, სადაც ოჯახის წევრებსა და მათ ნაცნობ-მეგობრებს შეკრება და ერთად დროის გატარება შეუძლიათ, მესამე სართულზე კი სახლის ბინადრების პირადი ოთახებია განლაგებული.

შენობა კლდის პირასაა აგებული და მისი ფორმა ზუსტად იმეორებს ბუნებრივი ტერასის აგებულებას, არ არღვევს მის კომპოზიციას. შედეგად, მისი ტერასულად შეფენილი სართულებიდან სერიფოსის ულამაზესი ხედებით ტკბობაა შესაძლებელი.

პროექტზე მომუშავე მთავარმა არქიტექტორმა ილიანა კერესტეტზიმ (liana Kerestetzi) ის სამგანზომილებიანი ოთხკუთხედის ბადეში გადაწყვიტა, რაც სახლის მყარი მასალებისა და სიცარიელეებისგან შემდგარ „ჭადრაკისებურ“ კომპოზიციას განაპირობებს.

 

ფოტოგრაფი: Yiorgis Yerolymbos.

ავეჯისა და დეკორის მაღაზიები თბილისში, სადაც საგაზაფხულო ფასდაკლებები უკვე დაიწყო

როგორ შევუწყოთ ბავშვების დამოუკიდებლობას ხელი არქიტექტურის დახმარებით – მონტესორის მეთოდი