in

Shakkei ანუ “ნასესხები ლანდშაფტი” ძველი აღმოსავლური ფილოსოფიით

Alliance Group
Alliance Group

რას ხედავთ, როდესაც ფანჯრიდან იყურებით? გარშემორტყმულ მთებს თუ მოელვარე ოკეანეს? უფრო სავარაუდოა, რომ ქალაქის ჰორიზონტს ხედავდეთ ან უბრალოდ თქვენი სახლის წინ მდგარ ხეს. არსებობს ერთი ამგვარი ძველი აღმოსავლური კონცეფცია shakkei, რომელიც ითარგმნება როგორც “ნასესხები ლანდშაფტი” ან “ნასესხები დეკორაციები”. მისი მიზანი თქვენი სახლისა და მიმდებარე ხედებს შორის უფრო მეტი კავშირის დამყარებაა.

Shakkei არის უძველესი ტექნიკა, რომელიც ბაღში მიმდებარე ლანდშაფტის გადმოტანას გულისხმობს ისე, რომ ის მთლიან დიზაინთან სრულყოფილად იყოს დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკა იაპონურ ბაღებში ჯერ კიდევ ჰეიანის პერიოდში (ახ. წ. 794–1185 წწ.) გამოიყენებოდა, ჩინელებმა XVII საუკუნეში შეარქვეს მას ეს სახელი. შაკკეიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა იაპონური ბაღის დიზაინში ედოს პერიოდში (1603–1868) და დიზაინის პრინციპი პოპულარული გახდა მოდერნისტ არქიტექტორებს შორის 1960-იან წლებში.

მიუხედავად იმისა, რომ შაკკეი გულისხმობს ბაღის დიზაინში გარე ლანდშაფტის “გადმოტანას”, კონცეფცია ასევე გვთავაზობს თავად შენობის დიზაინის დაკავშირებასაც მის გარემოსთან. რეალურად, shakkei–ს წარმატებით გამოყენებას თქვენს სახლსა თუ ბაღში უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე უბრალოდ ხედვის ჩამოყალიბება: ის მოითხოვს ლანდშაფტისა და მიმდებარე ელემენტების ფრთხილ ანალიზს.

“ტრადიციული სიმეტრიული და გრანდიოზული დასავლური ბაღებისგან განსხვავებით, აღმოსავლეთ აზიის ტრადიციული ბაღები პეიზაჟების ბუნებრივ ფორმირებას აღნიშნავს”, – ამბობს არქიტექტორი კლინტონ კოული, სიდნეის CplusC არქიტექტურული სემინარის დამფუძნებელი.

CplusC არქიტექტურული სემინარის ბოლოდროინდელი პროექტი, Totoro House, აერთიანებს shakkei-ს, როგორც ძირითადი დიზაინის კონცეფციას. სიდნეის ამ სახლში მთავარ როლს თამაშობენ წრიული ფანჯრები, ასევე დიდი ზომის მინის კარები, რომლებიც სახლის სხვადასხვა ნაწილს აკავშირებენ და ქმნიან ბუნებრივ გადასვლას ოჯახის რეზიდენციასა და მის მიმდებარე ტერიტორიას შორის.

ამერიკელი არქიტექტორი ალისონ ევინგი, Hays + Ewing Design Studio-ს დამფუძნებელი, shakkei-ს კონცეფციას წააწყდა ორწლიანი კვლევის დროს. ის იკვლევდა იაპონიის ჩაის სახლებს ტოკიოში, ოსაკაში და კიოტოში. მას შემდეგ, ევინგმა გადმოიტანა შაკკეის პრინციპები სხვადასხვა პროექტში, მაგალითად, Lantern at Linkhorn Bay–ის რეზიდენციაში ვირჯინიის სანაპიროზე. გადახურული სახურავები/ტერასები და იატაკიდან ჭერამდე ფანჯრები, სახლს სულ სხვაგვარ სილამაზეს ანიჭებს.

ავსტრალიელი არქიტექტორი ლუსი კლემენგერი ასევე შთაგონებულია აღმოსავლეთ აზიის ბაღის დიზაინის კონცეფციით. სწორედ მასზე დაყრდნობით შექმნა მან მელბურნის სახლი. ”შაკკეი საშუალებას აძლევს დიზაინერს, ბუნებრივი ლანდშაფტი ადამიანის მიერ შექმნილ/აშენებულ გარემოში გადმოიტანოს”, – ამბობს კლემენგერი. ”სახლის საზღვრების გაქრობით, ხედები, რომლებიც ამ საზღვრებს მიღმაა, შეიძლება ინტერიერში გადმოვიდეს.”

როგორ მოვაწყოთ სტუდიოს ტიპის სახლი?

NASH – სტუდია STIPFOLD-ის მიმდინარე პროექტი თბილისთან ახლოს