in

„SHARE Georgia” ფორუმზე წელს წამყვანი გლობალური სტუდიები წარსდგებიან, მათ შორის – „ZAHA HADID Architects“, „MVRDV“ და „UNStudio“

„SHARE Architects“-ი პირველ საერთაშორისო არქიტექტურულ ფორუმს 2024 წლის 11 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „Pullman Tbilisi Axis Towers“-ში გამართავს. ღონისძიება იმართება საქართველოს „SHARE Architects“-ის კავშირში  გაწევრიანების აღსანიშნავად. ეს არის კავშირი, რომელიც 27 წელზე მეტია, რაც წამყვან პლატფორმას წარმოადგენს ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის არქიტექტორებისა და კონსტრუქტორების ერთმანეთთან დასაკავშირებლად.

„SHARE“ საქართველოს 2024 წლის ფორუმი გააერთიანებს  გამოჩენილ არქიტექტორებს, ინდუსტრიის პროფესიონალებსა და დარგის სპეციალისტებს, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა დისკუსიაში, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები და აზრები და გაეცნონ არქიტექტურის უახლეს ტენდენციებსა და ინოვაციებს. ფორუმის ორგანიზატორები არიან „Zumtobel“ და „Sisecam“ (ოქროს პარტნიორები); საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია (ინსტიტუციური პარტნიორი);  „Artstudio Project“ (პარტნიორი); „KNAUF Gips Tbilisi“ (სპონსორი); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საგანმანათლებლო პარტნიორები), ხოლო მედია მხარდამჭერი – ჟურნალი Homeis.ge.

„SHARE“ საქართველოს 2024 წლის საერთაშორისო არქიტექტურის ფორუმის პირველი მომხსენებლები იქნებიან:

მაურიციო მეოსი (Maurizio Meossi,  „ZAHA HADID Architects“-ის ასოცირებული დირექტორი, დიდი ბრიტანეთი); იან კნიკერი (Jan Knikker,  „MVRDV“-ის პარტნიორი, ნიდერლანდები) რომან ქრისტესიაშვილი („UNStudio“, ნიდერლანდები);  თომას ვილემეიტი (Thomas Willemeit,  „GraftLab“-ის დამფუძნებელი, გერმანია); მაურიციო ტეორა (Maurizio Teora, „ARUP“-ის დირექტორი, დიდი ბრიტანეთი); ანუკ ლეჟენდრი (Anouk Legendre, „XTU Architects“-ის დამფუძნებელი, საფრანგეთი); სანჯაი პური (Sanjay Puri, „SANJAY PURI ARCHITECTS“-ის დამფუძნებელი, ინდოეთი); ალირეზა თაღაბონი (Alireza Taghaboni, „NextOffice“-ის დამფუძნებელი, ირანი); გიორგი სულაბერიძე („ArtStudio Project“-ის დამფუძნებელი, საქართველო); გიორგი ხმალაძე („Giorgi Khmaladze Architects“-ის დამფუძნებელი, საქართველო); დავით ნიკურაძე („SPECTRUM“-ის დამფუძნებელი, საქართველო); მიშა ბალიაშვილი ( „BAUdesign“-ის დამფუძნებელი, საქართველო).

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოში „SHARE“-ის საერთაშორისო არქიტექტურის პირველი ფორუმი იმართება. საყოველთაოდ აღიარებული „SHARE Architects“-ის სისტემა წარმოადგენს აქტიურ პლატფორმას, რომლის ფარგლებში ერთიანდება განსხვავებული მიდგომები, ნაყოფიერი დიალოგების შედეგად წარმოიშვება მოულოდნელი იდეები, რეალიზებული კონცეფციები ახალი პროექტების შთაგონებად იქცევა, ხოლო განსხვავებული ხედვების ერთიანობა პროფესიის თანამედროვე მრავალმხრივ სახეს განსაზღვრავს. პრეზენტაციების, დებატების, კითხვა-პასუხის, ობიექტური ანალიზისა და ინდივიდუალური მიდგომების მეშვეობით, რომლებიც როგორც საერთო პრობლემებს, ასევე ზოგად თანამედროვე საკითხებს შეეხება, იქმნება არქიტექტურის სფეროს განახლებული სურათი — ხედვა, რომლის ხაზგასმასაც „SHARE Architects“-ი ყველა მონაწილის საკეთილდღეოდ ცდილობს“, — აღნიშნავს ფლორინ მინდირიჯიუ (Florin Mindirigiu), „SHARE Architects“-ის დამფუძნებელი.

„SHARE Architects“-ის შემადგენლობა მზარდია – ის არქიტექტურის სფეროს 50 000-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს და SHARE International Architecture ფორუმების წყალობით მყარ პოზიციებს ინარჩუნებს ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 18 ქვეყანაში. აღნიშნული ფორუმი ქართველ არქიტექტორებს მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლონ საერთაშორისო კავშირებით და ითანამშრომლონ მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან. ამავდროულად, ფორუმი საუკეთესო საშუალებაა საერთაშორისო დისკუსიებსა თუ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად. „SHARE Architects“-ი მიზნად ისახავს ეფექტურ კომუნიკაციასა და მჭიდრო თანამშრომლობას, რათა გამოავლინოს ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის პროფესიონალ არქიტექტორთა შესაძლებლობები, პოტენციალი და მათ რეალიზებას შეუწყოს ხელი. ეს ინიციატივა  აძლიერებს მის როლსა და გავლენას როგორც ევროპულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

„SHARE“ საქართველოს 2024 წლის ფორუმზე დარეგისტრირება უკვე შესაძლებელია ონლაინ შემდეგ მისამართზე: www.share-architects.com

პარტნიორის კონტენტი

მონოქრომული ინტერიერები საქართველოდან – 6 საინტერესო პროექტი

CITYZEN-ის საუკუნის პროექტი – ლეგენდარული ზაჰა ჰადიდის სტუდიის არქიტექტურით კავკასიაში პირველი მრავალფუნქციური თაუერი აშენდება