იან ნიკერი (Jan Knikker, ნიდერლანდები), რომელიც MVRDV-ის პარტნიორი და სტრატეგიული დირექტორია, 2024 წლის 11 ოქტომბერს SHARE Georgia-ს ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იქნება. ის წარმოაჩენს უაღრესად ფასეულ შეხედულებებს იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს საჯარო გამოსვლებს, ურთიერთობებსა და ბიზნეს განვითარებას წარმატებულ არქიტექტურულ საქმიანობაში.
იან ნიკერი როტერდამში დაფუძნებული ოფისის საჯარო იმიჯზე 2008 წლიდან ზრუნავს. ის პასუხისმგებელია ბიზნესის განვითარებაზე და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. იან ნიკერი ხელმძღვანელობს დინამიკურ და მასშტაბურ სტუდიას, რომელიც დიდი სირთულის მქონე, კომპლექსურ პროექტებს მართავს და სათავეში უდგას MVRDV-ის სტრატეგიას, რათა გაუმკლავდეს გლობალურ გამოწვევებს არქიტექტურის, ურბანიზმისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიდგომების გამოყენებით. ნიკერი ზედამხედველობს და კოორდინირებას უწევს MVRDV-ის ნამუშევრებს და პირადად არის ჩართული ისეთ პროექტებში, როგორებიცაა კურორტისა და მამულის პროექტი ტაივანში, საფრანგეთის მამულის რენოვაციისა და გაფართოების პროექტი და ჰააგის არხების გენერალური გეგმის პროექტი.
იან ნიკერი ცდილობს, შეცვალოს საზოგადოების აღქმა კომერციული საკითხებისადმი. ის ცდილობს აჩვენოს, რომ კომერციული ასპექტები შეიძლება წარმატებით ინტეგრირდეს არქიტექტურული პროექტების საერთო გეგმაში ისე, რომ არ დააკნინოს არქიტექტურის ხარისხი. იმის გათვალისწინებით, რომ დღესდღეობით ხელმისაწვდომია კომუნიკაციის უამრავი ინსტრუმენტი და ფორმატი, გამომსახველობითი და ტექნოლოგიური საშუალება, რომლებიც გავლენას ახდენს არქიტექტურის წარმოების პროცესზე, ბუნებრივია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგი და ბიზნესის განვითარება არის ნებისმიერი თანამედროვე პრაქტიკის აუცილებელი და ბუნებრივი ნაწილი, რომელსაც შეიძლება ძალიან შემოქმედებითად მივუდგეთ. ნიკერის უახლესი წიგნი „How To Win Work: The Architect’s Guide to business development and marketing”, წარმოადგენს ბიზნესზე ორიენტირებულ სახელმძღვანელოს ახალგაზრდა პრაქტიკოსებისთვის. წიგნი ძალიან ღირებული ინსტრუმენტია და მოიცავს შეხედულებებს, ისტორიებს, გამოცდილებებსა და ზოგად ინფორმაციას მარკეტინგის ყველა ასპექტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ნაშრომი RIBA-ს ბესტსელერია.
იან ნიკერი იყენებს აქტიურ და შემოქმედებით მიდგომას საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ყოველთვის ხაზს უსვამს ცოდნის, სხვისი გამოცდილების გაზიარების, შესაძლებლობების შექმნისა და თანამშრომლობის როლს არქიტექტურულ პროცესებში ჩართული ყველა მხარისთვის. მისი გამოცდილება და პროფესიული უნარები, როგორც კომუნიკაციების სპეციალისტისა და ჟურნალისტის, არქიტექტურის სფეროში ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.
იან ნიკერი ხშირად არის მიწვეული, როგორც მთავარი სპიკერი საერთაშორისო, კომერციულ და აკადემიურ ღონისძიებებზე აშშ-ში (CTBUH, Atlanta Design Festival), გერმანიაში (Polis Convention, Stiftung Baukultur), გაერთიანებულ სამეფოში (RIBA and the universities of Coventry, Liverpool, Manchester, and Aberdeen), ისრაელში (CTBUH, Technion, Bezalel), კოლუმბიაში (Universidad Nacional, Utadeo), ავსტრალიაში (RMIT), კუალა-ლუმპურში (UCSI), ნიდერლანდებში (TU Delft) და მრავალ სხვა მნიშვნელოვან ადგილას. ნიკერი წერდა და მონაწილეობას იღებდა მრავალ MVRDV-ის პუბლიკაციასა და გამოფენაში, მათ შორის MVRDV Buildings-ში.
MVRDV-ის საქმიანობაში ჩართვამდე, ის თითქმის ათწლეული მუშაობდა OMA-ში. 1999 წელს სამსახურებრივი გასაუბრება ნიკერმა თავად რემ კულჰაასთან (Rem Koolhaas) გაიარა, რომელიც ძალიან დაინტერესდა იანის ჟურნალისტური მიდგომებით (საკუთარი ჟურნალისტური გამოცდილების გამო). ამგვარად, იან ნიკერის გზა მოულოდნელად დაიწყო და ის ძალიან წარმატებულ კარიერამდე მიიყვანა.
აშკარაა, რომ MVRDV-ის იდენტობა ძალიან კარგად განსაზღვრული, ნათელი და მარტივი ამოსაცნობია, რაც მიუთითებს კომპანიის კომუნიკაციისა და აუდიტორიასთან ურთიერთობის ეფექტურობაზე. ამან მეტად განამტკიცა MVRDV-ის სტატუსი, როგორც მნიშვნელოვანი და გავლენიანი ორგანიზაციისა, რომელიც ამავდროულად, მაღალი ხარისხის არქიტექტურას ქმნის. Winy Maas, Jacob van Rijs და Nathalie de Vries-ის მიერ დაარსებულმა კომპანიამ 1993 წლიდან დაიმკვიდრა რეპუტაცია, როგორც ინოვაციური, სახალისო, რადიკალური, აღმაფრთოვანებელი და რევოლუციური დიზაინის ხელწერის მქონე ფირმამ.
შეგახსენებთ, რომ SHARE Georgia-ს 2024 წლის საერთაშორისო არქიტექტურის ფორუმის პირველი მომხსენებლები იქნებიან: კაროლინ ბოსი ( Caroline Bos, „UNStudio“-ის თანადამფუძნებელი და მთავარი ქალაქმგეგმარებელი, ნიდერლანდები); მაურიციო მეოსი (Maurizio Meossi, „ZAHA HADID Architects“-ის ასოცირებული დირექტორი, დიდი ბრიტანეთი); იან კნიკერი (Jan Knikker, „MVRDV“-ის პარტნიორი, ნიდერლანდები) რომან ქრისტესიაშვილი („UNStudio“, ნიდერლანდები); თომას ვილემეიტი (Thomas Willemeit, „GraftLab“-ის დამფუძნებელი, გერმანია); მაურიციო ტეორა (Maurizio Teora, „ARUP“-ის დირექტორი, დიდი ბრიტანეთი); ანუკ ლეჟენდრი (Anouk Legendre, „XTU Architects“-ის დამფუძნებელი, საფრანგეთი); სანჯაი პური (Sanjay Puri, „SANJAY PURI ARCHITECTS“-ის დამფუძნებელი, ინდოეთი); ალირეზა თაღაბონი (Alireza Taghaboni, „NextOffice“-ის დამფუძნებელი, ირანი); გიორგი სულაბერიძე („ArtStudio Project“-ის დამფუძნებელი, საქართველო); გიორგი ხმალაძე („Giorgi Khmaladze Architects“-ის დამფუძნებელი, საქართველო); დავით ნიკურაძე („SPECTRUM“-ის დამფუძნებელი, საქართველო).
ღონისძიების სტანდარტული ბილეთის ღირებულება 25 ევროს შეადგენს (საფასური ითვალისწინებს SHARE Georgia-ს ფორუმის ყველა ლექციაზე დასწრებას, პროფესიული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობასა და ყავით შესვენებას). ბილეთების შეძენა კი ღონისძიების ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.
პარტნიორის კონტენტი