in

როგორ მოვუაროთ შავ ფილებს? – რამდენიმე სასარგებლო რჩევა

შავი იატაკის საფარი ძალიან ელეგანტურად და დახვეწილად გამოიყურება, მაგრამ მისი გაწმენდა ხშირად საკმაოდ რთული და დამღლელი პროცესია. თუმცა, გამოსავალი არსებობს და და დღეს სწორედ იმ რჩევებს გიზიარებთ, რომელთა დახმარებით თქვენს იატაკს მარტივად შემატებთ სიპრიალესა და სისუფთავეს.

ყოველდღიური დასუფთავება

ყოველდღიური დასუფთავებისთვის გამოიყენეთ საპონი ან სარეცხის საშუალება და წყალი, გასუფთავებული ფილები კი მშრალი და რბილი ქსოვილით გაწმინდეთ.

გამოიყენეთ რბილი ქსოვილები

ნაკაწრების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია საწმენდად რბილი ქსოვილები გამოიყენოთ.

მოერიდეთ ამიაკს

ამიაკზე დაფუძნებულ გამწმენდებს აქვთ განსხვავებული შემადგენლობა, რამაც შეიძლება შავი ფილების გაუფერულება გამოიწვიოს.

მოერიდეთ მათეთრებელს

თუ თქვენ შავ ფილებზე მათეთრებელს გამოიყენებთ, დროთა განმავლობაში ინტენსიური ფერი გაქრება და იატაკის საფარი მიიღებს არასასიამოვნო შეხედულებას.

გამოიყენეთ შუშის საწმენდი

შუშის საწმენდი გამოიყენება მეთლახის ზედაპირის ღრმა წმენდისთვის და დამატებით მას ბზინვარებას ანიჭებს. შუშის საწმენდის გამოყენების შემდეგ კიდევ ერთხელ მოწმინდეთ იატაკის საფარი ნესტიანი ქსოვილით.

გამოიყენეთ ძმრის ხსნარი

ძმრის ხსნარი კიდევ ერთი შესანიშნავი გზაა თქვენი ფილების ღრმა გაწმენდისთვის. მოამზადეთ ხსნარი ძმრისა და წყლის თანაბარი თანაფარდობით და კარგად მოასუფთავეთ იატაკის ზედაპირი.

გამოიყენეთ სპირტი

სპირტი საუკეთესო საშუალებაა ფილების დეზინფექციისთვის.

გამოიყენეთ სპეციალიზებული საწმენდები

მუქი ფილებისთვის შექმნილი საწმენდები შესანიშნავი საშუალებაა კონკრეტული ლაქების მოსაშორებლად, ამავდროულად 100% უსაფრთხოა თქვენი ფილებისთვის.

ლაქების ამოყვანა

ცოტაოდენ საცხობ სოდას დაუმატეთ მცირე რაოდენობით წყალი ისე, რომ მასა კბილის პასტის მსგავსი კონსისტენციის იყოს. მოათავსეთ ნაერთი უშუალოდ ლაქაზე და გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში.

გამაგრებული ლაქები

გამოიყენეთ პლასტმასის საფხეკები. მოერიდეთ ლითონის გამოყენებას, რადგან მას შეუძლია ფილების დაკაწვრა.

ლოფტის სტილის სახლი ყოფილი სამლოცველოს შენობაში

ვინტაჟური სააბაზანოს ნიჟარა – რამდენად ღირს მასში ინვესტირება?