უნდა გვეშინოდეს თუ არა ინტერიერში შავი ფერის გამოყენების? შესაძლებელია თუ არა ამას დადებითი მხარე ჰქონდეს? დღეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით.
ზოგი დიზაინერისთვის შავი ფერი დროის მიღმიერი ნამდვილი არქიტექტურის შექმნის საშუალებაა. შთაგონების წყაროდ შესაძლებელია პარიზელი არქიტექტორის ჯოზეფ დირანის (Joseph Dirand), ბელგიელების ვინსენტ ვან დუისენისა (Vincent Van Duysen) და ლაიონელ ჟადოს (Lionel Jado) ნამუშევრები გამოდგეს. მათ პროექტებში შავი ფერთა ბალანსის კუთხით ყოველთვის დეტალურადაა გათვლილი. შავი ფერი სივრცეს უფრო მოცულობითს ხდის.
ამასთან ერთად, მას მეორე თავისებურებაც აქვს. ის სივრცის გაქრობის ეფექტს ქმნის. შავ ფერში შეღებილი ოთახის საზღვრები თითქოს ქრება. ბნელი ჭერი, მოლოდინების მიუხედავად, არ თრგუნავს, პირიქით – ის თითქოს უსაზღვრო სივრცეში იფანტება.
რაც შეეხება შავ იატაკს, აქ ერთი ნიუანსია. შავ ზედაპირზე ნებისმიერი ჭუჭყი უფრო ჩანს, ამიტომ შემოსასვლელში რბილ, ნათელ ფერებში შეღებილი ზედაპირების დაგებაა რეკომენდებული. სხვა საქმეა დაძველებული ბუხარი. არაერთგვაროვანი ფაქტურის ხარჯზე ის ყოველთვის სუფთად და ელეგანტურად გამოიყურება.
ნებისმიერ ბნელ ოთახს სითბო სჭირდება. რა თქმა უნდა, კარგი განათება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ზედმეტად ბნელი გამოვა. მთლიანად შავი მხოლოდ სპეციალური დანიშნულების შენობები შეიძლება იყოს, ისეთი როგორიც ბარი და კინოთეატრია.
და ბოლოს, მთავარი წესი: კარგია, როცა ნათელი სივრციდან მუქი მოჩანს და პირიქით. ამ შემთხვევაში ბნელი შენობები დამთრგუნველ ატმოსფეროს არ ქმნის და ძალიან ეფექტურად გამოიყურება – მოდისა და დროის მიღმა ანუ როგორიც უნდა იყოს ნამდვილი არქიტექტურა.