in

სკანდინავიური არქიტექტურული სტილით შთაგონებული შავი სახლი კანადაში

Alliance Group
Alliance Group

სახლი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, კანადაში, კერძოდ კვებეკში მდებარეობს და მისი ფერითა და არქიტექტურული სტილით არის გამორჩეული. პროექტს აქვს მკვეთრად დახრილი სახურავი და ნათელი ინტერიერი, რომელიც ექსტერიერთან სრულ კონტრასტს ქმნის, ვინაიდან ექსტერიერი სრულად შავი ფერისაა.

პროექტი APPAREIL Architecture-ს ეკუთვნის. არქიტექტორებმა შთაგონების წყაროდ სახლის ირგვლივ არსებული ფერები და ბუნება გამოიყენეს, რაზე დაყრდნობითაც შექმნეს სახლი, სადაც ადამიანები ოჯახთან და მეგობრებთან ერთად განტვირთვას შეძლებდნენ.

საცხოვრებლის ირგვლივ შეიქმნა 1600 კვადრატული ფუტის პარკინგი და თავისუფალი სივრცე, სადაც შესაძლებელია სეირნობა და ტყის ხედებით ტკბობა. ამ გზას პატარა ბილიკი მიუყვება, რომელიც სახლის ორ ნაწილს უერთდება. ერთი მათგანი შედარებით დიდი ზომის საცხოვრებელი სივრცეა, ხოლო მეორე, უფრო მცირე ზომის შენობა, ავტოფარეხს წარმოადგენს.

ინტერიერი აერთიანებს სამზარეულოს, დიდ საკუჭნაოს, აბაზანას, და რამდენიმე საძინებელს, რომლებიც ორ სართულზეა გადანაწილებული. ოთახებს მინის კედლები ამშვენებს, რათა ირგვლივ არსებული ლანდშაფტის დანახვა სახლის ყველა ნაწილიდან იყოს შესაძლებელი.

შავ ფასადის საპირწონედ, შიდა სივრცეები შეგნებულად მოეწყო ღია ფერის მასალებით. გამოყენებულია რუსული არყის ხე და თეთრად შეღებილი ხის ზედაპირები. ეს გადაწყვეტილება არქიტექტორებმა სახლის ხასიათისა და ინდივიდუალიზმის შესაქმნელად მიიღეს.

არქიტექტურული სტუდია: APPAREIL Architecture

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

შესაძლებელია თუ არა საფარდე კარნიზის დამაგრება ჭერის მონტაჟის შემდეგ?

“ხრუშჩოვკის” სრული ტრანსფორმაცია საირმის ქუჩაზე — „Studio Murmuration“-ის ნამუშევარი